მსოფლიოეკონომიკა

გერმანია „უფრო უსაფრთხო გახდა“ – ბოლო სამი ატომური ელექტროსადგური გააჩერეს

60 წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიაში ატომური ენერგეტიკის ერა დასრულდა

კვირას ღამით, 16 აპრილს გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქსელიდან ბოლო 3 ატომური ელექტროსადგური გამორთეს: Isar 2 ბავარიაში, Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში და Emsland-ი ქვემო საქსონიაში.

ამის შესახებ DW იტყობინება.

ამრიგად, გერმანიში მუშაობა შეწყვიტა ბოლო სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა, რაც ნიშნავს, რომ პირველი ატომური ელექტროსადგურის ამუშავებიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიაში ატომური ენერგიის წარმოება დასრულდა.

„გერმანიაში ატომური ენერგეტიკის ერა, რომელიც 6 ათეულ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა. კვირას ღამით, 16 აპრილს ხელისუფლებამ ქსელიდან გამორთო ბოლო 3 ატომური ელექტროსადგური (აეს), რომლებიც მუშაობდნენ – Isar 2 ბავარიაში, Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში და Emsland-ი ქვემო საქსონიაში”, – ნათქვამია გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი შტეფი ლემკე ირწმუნება, რომ ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმა გერმანიას უფრო უსაფრთხოს გახდის.

იმის მიუხედავად, რომ ატომური ენერგიის მოხმარების თანდათანობით შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის წინ არის მიღებული, გერმანიის საზოგადოებასა და ხელისუფლებაში დისკუსია ატომური ენერგეტიკის პლუსებსა და მინუსებზე ამ დრომდე გრძელდება.

ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმის ბიძგი გახდა ავარია „ფუკუსიმა-1“-ზე იაპონიაში 2011 წელს. ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა ანგელა მერკელის ხელისუფლებამ, რომ გერმანიაში ბოლო სამი აესი 2022 წლის ბოლოს შეწყვეტდა მუშაობას, მაგრამ უკრაინაში რუსეთის  ფართომასშტაბიანი შეჭრისა და რუსეთის ენერგოშანტაჟის გამო შოლცის მთავრობამ ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადა 2023 წლის 15 აპრილამდე გააგრძელა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close