კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10-16 აპრილი
ეს კვირა სიკეთით სავსე, ჰუმანურ ატმოსფეროში ჩაივლის. უახლოეს დღეებში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიქმნება, ის მხოლოდ შერიგებით დასრულდება. შეეცადეთ ამ კვირაში დიდი ხნის დავა მოაგვაროთ, სთხოვეთ პატიება ყველას, ვისაც წარსულში აწყენინეთ. ახლა შესანიშნავი დროა ნებისმიერი საქმის წამოწყებისთვის, განსაკუთრებით, რაც დაკავშირებულია შემოქმედებით საქმიანობასა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებასთან. ეს კვირა ძალიან კარგია სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ჯობს გაჩუმდეთ და დამნაშავეს აპატიოთ, ვიდრე უაზრო და დაუნდობელ ბრძოლაში ჩაერთოთ. სამსახურში მაქსიმუმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დარჩეთ და უფროსების მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. ოთხშაბათს ნებისმიერი დავალების შესრულებისას ფრთხილად და ყურადღებით იყავით. ხუთშაბათს და შაბათს მოსალოდნელია ახალი სასიამოვნო ნაცნობობა. ეს კვირა კარგი პერიოდია მშობლებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად, რაც მათაც დიდ სიხარულს მოუტანს და თქვენც.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
კურო
ეს კვირა სავსეა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენებით, აურზაურით და შეფერხებებით. მიზანშეწონილია სერიოზული საქმეები შემდეგი კვირისთვის გადადოთ, ახლა დრო შემოქმედებით საქმიანობასა და პირადი პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. სამშაბათს მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, არ ჩაერთოთ ჩხუბში, დაპირისპირებამ შეიძლება თქვენს განწყობაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედოს. პარასკევს მიზანშეწონილია არ ისაუბროთ საკუთარ თავზე უცნობ კომპანიებში. და საერთოდ, შემთხვევით ურთიერთობებს მოერიდეთ, რადგან მათ მხოლოდ უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
ტყუპი
ეს პერიოდი პროფესიულ სფეროში წარმატებებს გპირდებათ. თქვენი შრომისმოყვარეობა და საქმიანი უნარები, დიდი ალბათობით, კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე ასვლაში დაგეხმარებათ. ამ კვირაში თითქმის უპრობლემოდ მიიღებთ იმას, რაც გსურთ. შესაძლებელია მეგობრების მხარდაჭერა. უბრალოდ, არ დაგეგმოთ საქმეები, რომლებიც მეტისმეტად დაგტვირთავთ, რეალურად შეაფასეთ, რა შეგიძლიათ. ამ კვირაში დაწყებული საქმეები წარმატებული იქნება და შედეგებით გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 10, 15.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ კვირაში თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ, დაგეგმოთ უახლოესი მოვლენები, რაც უდავოდ გამოგადგებათ. ორშაბათს საქმიანი ინტერესები ძველ მეგობრებთან კონფლიქტს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრებს ნუ უგულებელყოფთ. ოთხშაბათი ალბათ რამდენიმე შანსს მოგცემთ, ერთიმეორეზე უფრო პერსპექტიულს. თუ ყველაფერს ვერ გასწვდებით, შეეცადეთ ის განახორციელოთ, რაც თქვენთვის ყველაზე მეტად მისაღებია. კვირას სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. ზოგადად, ეს პერიოდი კირჩხიბების უმეტესობას დიდ სიამოვნებას მოუტანს.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 12.
ეს კვირა ხელსაყრელია შინაგანი წონასწორობის აღსადგენად და წინსვლისთვის. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები, რადგან ერთი გადამწყვეტი და თავდაჯერებული ნაბიჯი საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის სურვილი აისრულოთ. ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან, ნუ უგულებელყოფთ საყვარელი ადამიანების მოსაზრებებს. გაითვალისწინეთ, რამდენად არის მოთხოვნა თქვენს იდეებზე პროფესიულ სფეროში და შეეცადეთ თქვენი გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროთ, მიეცით მათ სასარგებლო რჩევები.
სასიკეთო დღეები: 10, 15.
არასასიკეთო დღე: 14.
შეიძლება ამ კვირაში იმედგაცრუებული დარჩეთ კოლეგების ან საყვარელი ადამიანის გამო, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისია. გამოიყენეთ ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და მოთმინებით დაელოდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სახლს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. პარასკევს კარგი იქნება, თუ მეგობრებთან შეირბენთ ჩაის დასალევად. შაბათი კარგი დღეა მოკლე მოგზაურობისთვის. კვირა დღე განმარტოებულ დასვენებას დაუთმეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, დახარჯული ენერგია აღადგინოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
მთელი კვირის განმავლობაში სამსახურში პრობლემებთან მოგიწევთ გამკლავება, თუმცა სანამ გადამწყვეტად იმოქმედებთ, ყველაფერი გულდასმით უნდა მოამზადოთ. არ ინერვიულოთ, თქვენი შეუპოვრობა და დეტალების მიმართ ყურადღება დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. პარასკევს პაემანი გელით ძალიან რომანტიკულ გარემოში. კვირის ბოლოს აქტუალური პრობლემა შეიძლება უსაფრთხოდ მოგვარდეს, თითქმის თავისთავად. შაბათ-კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
მორიელი
ამ კვირის განმავლობაში „მთების გადაადგილებას“ შეძლებთ და ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ხოლო საქმეების დასრულების გაცნობიერება დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. სამშაბათი და პარასკევი თითქმის იდეალური დღეებია სერიოზული გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის. პარასკევს განსაკუთრებით საინტერესო იდეები შეიძლება „გესტუმროთ“. კვირის ბოლოს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა დაგეუფლებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრები სიხარულს მოგანიჭებთ.
სასიკეთო დღეები: 12, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
მშვილდოსანი
დროა დაფიქრდეთ, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება და პრობლემის გადაჭრის მიმართ თქვენი მიდგომა შეცვალოთ. არახელსაყრელ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი დაგეხმარებათ, მართოთ რთული სიტუაციები და გამოსავალი იპოვოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შეიძლება მიიღოთ შეთავაზება ვინმესგან, რომელსაც არ ელოდით. შეეცადეთ გამონახოთ დრო როგორც საყვარელი ადამიანისთვის, ისე მეგობრებისთვის, რათა არავინ გაანაწყენოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირაში არსებული სიტუაციის უკეთ გასაგებად და სამომავლო პერსპექტივების დასანახად სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ პროფესიულ მოვალეობებს. ორშაბათს ნუ იჩქარებთ ახალი კონტრაქტების გაფორმებას. შუა კვირაში შესაძლოა ახალი კარიერული გზის არჩევის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ შეეცადეთ, თავი ძალიან არ დაიტვირთოთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. კვირას ცოტა უნდა მოდუნდეთ და პასიური დასვენება აირჩიოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
ეს კვირა საკმაოდ დაძაბული, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. ბიზნესში თქვენი წარმატება ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად და პერმანენტულად გამოვლინდება და ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ხუთშაბათი კარგი დღეა საჯარო გამოსვლისთვის. პროფესიულ სფეროში მომგებიანი შეთავაზებები გელოდებათ. უარი არ თქვათ, თუ სრულიად დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში. პირად ცხოვრებაში სიახლეებს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 12, 13.
არასასიკეთო დღე: 14.
შეიძლება თქვენთვის ზღაპრული კვირა დადგეს, კარიერა და სოციალური ცხოვრება ისეთი ბრწყინვალე იქნება, როგორც არასდროს. ზედმეტი ვალდებულებების ტვირთს მხრებიდან მოიხსნით. ოთხშაბათს შესაძლოა ისეთ პროექტზე მოგიწიოთ მუშაობა, რომელსაც თავიდან თქვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა – წარმატება გარანტირებულია. პარასკევს სასურველია მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით სარისკო საქმეები არ დაგეგმოთ, უმჯობესია დიდი ხნის დაწყებული პროექტები დაასრულოთ. გამორიცხული არ არის, კვირას სტუმრად წახვიდეთ და კარგი დრო გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 13.
თამთა გურული
კომენტარები