ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 აპრილი

ეს კვირა ყოველმხრივ რთული დროა. პერიოდის დასაწყისი მთვარის ფაზების მე-13 და მე-14 დღეებზე მოდის. ბევრი გარემოება გამოიწვევს ემოციების აფეთქებას, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. შუა კვირაში (6 აპრილს) სავსე მთვარე თქვენს განწყობაზე იმოქმედებს და ამ დროისთვის დამახასიათებელ ვნებების სიმძაფრეს გამოიწვევს. მნიშვნელოვანია კონფლიქტური სიტუაციებისა და ურთიერთობისას შეურაცხმყოფელი სიტყვების თავიდან აცილება. ამას დიდი მოთმინება დასჭირდება, რადგან ყველაფერი თავიდანვე არ გამოვა, მაგრამ ძალიან საჭირო გამოცდილებას მიიღებთ. შაბათ-კვირას ბევრი ადამიანი თავს მარტო გრძნობს. ინტროვერტებისთვის ეს კარგი პერიოდია, დანარჩენისთვის კი მძიმე აღმოჩნდება. მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გამოსასვლელ დღეებში დასვენება წინასწარ დაგეგმოთ ან ეს დროც სამსახურში გაატაროთ.

ვერძი

კვირის დასაწყისში სამუშაო იმდენად ბევრი გექნებათ, დასვენებაზე ოცნების დროც კი აღარ დაგრჩებათ. კარგი იქნება, თუ ყურადღებას გლობალურ ამოცანებზე გაამახვილებთ. კვირის ბოლოს ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ. უმჯობესია ოჯახის წევრებს გაუზიაროთ ის, რაც გაწუხებთ, ვიდრე ჩუმად იტანჯოთ. ენდეთ საყვარელ ადამიანებს და მიიღეთ კარგი რჩევა მათგან, რაც შვებას მოგიტანთ და დაგეხმარებით სიტუაციის გამკლავებაში. შაბათ-კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კურო

ამ კვირაში შესაძლოა ძალიან გაგიტაცოთ სტრატეგიული გეგმების შედგენამ, თუმცა უმჯობესია აქცენტი აქტუალური პრობლემების გადაჭრაზე გაამახვილოთ. სამშაბათი არ არის საუკეთესო დრო, რომ სამსახურში რაიმე ცვლილება შეიტანოთ. ოთხშაბათს მოლაპარაკებები და შეხვედრები გელოდებათ, შეეცადეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და არ დაუშვათ, რომ უსაფუძვლო შიშებმა და ეჭვებმა შეგაწუხოთ. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ კვირაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საკუთარ თავში ისეთ ძალას იგრძნობთ, რომ მზად იქნებით მთების გადასაადგილებლად. იმოქმედეთ და და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწევთ.  თუ ზოგიერთი საქმე შენელდება, მალე მიხვდებით, რომ აჩქარება საჭირო არც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გადაულახავი ბარიერები წარმოიშვას. ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და მომავალში მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში გრძელვადიანი გეგმები გამოჩნდება და განწყობა გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება  დაგაწინაურონ და ახალი პასუხისმგებლობები დაგაკისრონ, თუმცა ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. იყავით აქტიური და მიზანდასახული და თქვენს მიზანს ადვილად მიაღწევთ. ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობამ კვირის შუა რიცხვებში მოულოდნელი წარმატება შეიძლება მოიტანოს. შაბათს შესაძლებელია სასიამოვნო მოგზაურობა ან სტუმრების მოულოდნელი ვიზიტი.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ლომი

ახლა მზად ხართ მტკიცე და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ნათელი მომავლისთვის. ეს მიდგომა შესაძლოა პერსპექტიული ჩანდეს, მაგრამ ზოგადად არაკონსტრუქციულია. ჯობია, უფრო რბილად და აუჩქარებლად იმოქმედოთ. მძიმე სამუშაო უფრო შესაფერისი დროისთვის გადადეთ. ოთხშაბათს ფრთხილად იყავით ინსტრუმენტებთან და ტექნიკასთან, რადგან ძალიან მარცხიანი დღეა. კვირის შუა რიცხვებში სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები, შეიძლება მოულოდნელად დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი. შაბათ-კვირას არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი, შესაძლოა მძიმე ფინანსური ტვირთი აიკიდოთ ან თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ქალწული

ამ კვირაში პროფესიულ სფეროში ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ მოთმინება და გულწრფელობა დაგჭირდებათ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს სასურველია ნაკლები კონტაქტი გქონდეთ ირგვლივ მყოფებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დრო ცარიელ ჭორაობას დაეთმობა და აუცილებელი საქმე გასაკეთებელი დაგრჩებათ. პარასკევი ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად, ამასთან ერთად, შეძლებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტისმეტად არ დაიტვირთოთ საოჯახო საქმეებით.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 3.

 

სასწორი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, სამსახურში წარმოქმნილ რთულ სიტუაციებს გაუმკლავდეთ, უბრალოდ, ყველაფრის ერთბაშად მოგვარებას ნუ ეცდებით. ვარსკვლავები მონათესავე სულის ადამიანებთან შეხვედრას გპირდებიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი და ბრძნული რჩევების მოცემა შეუძლიათ, მთავარია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ. პირად ცხოვრებაში  სასიამოვნო და რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ. კვირა მეგობრებთან ერთად გაატარეთ, მაგალითად, თქვენთან სტუმრად დაპატიჟეთ.

სასიკეთო დღეები: 3, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

ამ კვირაში შესაძლებელია არასტანდარტული სიტუაციები, მათთან გამკლავებას მონდომების წყალობით შეძლებთ და მეტსაც გამოიმუშავებთ. ნებისმიერი კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ოთხშაბათს ხელმძღვანელები მოგისმენენ, თქვენი იდეები დამტკიცდება და განხორციელება დაიგეგმება. სავარაუდოდ, მომგებიანი შემოთავაზება გექნებათ, რომელიც კარიერულ წინსვლას უკავშირდება. ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი, გულახდილი და შეეცადეთ უცნობებს გული არ გადაუშალოთ, რათა შემდეგ საკუთარ თავზე ტყუილები არ მოისმინოთ. შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა საუკეთესო პერიოდია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თავისუფლად განახორციელეთ თქვენი იდეები და გეგმები, სიტყვებიდან საქმეებამდე, თეორიიდან – პრაქტიკაში, თუმცა რეკომენდებულია ნაცნობი ბილიკებით იაროთ, შეეცადოთ ობიექტურად მიიღოთ კონსტრუქციული კრიტიკა და გამოასწოროთ თქვენი შეცდომები. ამ კვირაში საუკეთესო ურთიერთობა გექნებათ ნათესავებთან. შაბათ-კვირას მოსალოდნელია საინტერესო მოგზაურობა ოჯახთან ერთად და სასიამოვნო დასვენება.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

თხის რქა

ამ კვირაში ღრუბლებში არ უნდა იფრინოთ და მეტი იფიქროთ სამუშაოზე. და კიდევ უკეთესი – მოაგვაროთ გადაუდებელი საქმეები. ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი, უფრო ხშირად მოუსმინეთ მეგობრებისა და კოლეგების რჩევებს, იქნებ რამე გონივრული გაიგოთ. შუა კვირაში სამსახურში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი: შესაძლოა ხელმძღვანელი შეიცვალოს ან ახალი პასუხისმგებლობები დაგეკისროთ. პარასკევი ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. შაბათ-კვირას დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრას ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მერწყული

ამ კვირაში საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და გავლენიანი ადამიანების მოულოდნელი მფარველობა წარმატების მიღწევის საშუალებას მოგცემთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება არ არის გამორიცხული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში თქვენი საყვარელი ადამიანები დაგეხმარონ. კვირას ღირს ახალი შთაბეჭდილებებით გამდიდრება, ყველაზე მეტად ახლა საინტერესო დასვენება გჭირდებათ. წინასწარ დაგეგმეთ და ოჯახური პიკნიკი ან მოკლე მანძილზე მოგზაურობა მოაწყვეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თევზები

ამ კვირაში კარგი სამუშაო პერსპექტივები ჩანს, მაგრამ კიდევ ერთი გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი და ამისათვის მაქსიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ, რაც ნამდვილად ღირს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ნებისმიერი გარიგების, კონტრაქტის დადებისა და ახალი ურთიერთობების დამყარებისას. ხუთშაბათს შეეცადეთ არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების კონფლიქტებში, მაინც ვერაფრით დაეხმარებით. პარასკევს რომელიმე ახლობელმა  შეიძლება უნებურად გაგაბრაზოთ. ძირითადი საქმეები სახლში გელოდებათ და მათი მოგვარებისთვის ახლა საუკეთესო დროა.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close