ცვლილება საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ!

საბერძნეთის საიმიგრაციო სამართალში ძალიან ბევრი ცვლილებაა. მათ შესახებ დეტალურად შევეცდები, მომავალში დავწერო, თუმცა ერთი ცვლილების შესახებ ახლა აუცილებლად უნდა იცოდეთ – ის ჯერ კიდევ დაახლოებით 3 წლის წინ შევიდა საიმიგრაციო კანონმდებლობაში, უბრალოდ, ახლა შედის ძალაში.
საუბარი მაქვს სახელმწიფო დაზღვევის და ენსიმების/ერღოსიმოების მოთხოვნაზე. უფრო კონკრეტულად:
ვისაც გაქვთ ბინადრობის ნებართვა, რომელსაც აწერია „ექსერეტიკი ლოგი“ და გაცემულია 2020 წლის 12 მაისის შემდეგ, მის გადასავადებლად დაგჭირდებათ გქონდეთ 50 ენსიმა/ერღოსიმა და ასფალისტიკი იკანოტიტა ძალაში. ასფალისტიკი იკანოტიტა ნიშნავს სახელმწიფო დაზღვევას, რომელსაც ვერ გააკეთებთ, თუ ენსიმები ან ერღოსიმოები არა გაქვთ.
აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების გარეშე ბინადრობის ნებართვას ვერ გადაავადებთ.
პაატა სიმსივე, ადვოკატი



