მსოფლიოპოლიტიკა

მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

საფრანგეთის პრეზიდენტისემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

სამი პარტიის მიერ ინიციირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციას მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, რადგან ამისთვის 287 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო  საჭირო.

უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

პროფკავშირები და საპროტესტო აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვებისა და დემონსტრაციების გაგრძელებას აპირებენ. საყოველთაო გაფიცვა და აქციები ქვეყანაში მომავალ ხუთშაბათსაც არის დაგეგმილი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close