მსოფლიოპოლიტიკა

ვინ არის ქალი, რომელმაც პუტინი დაღუპა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერთან ერთად, ასევე, გასცა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის – მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსი ჩინოვნიკები პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი, იულია ლატინინა ამბობს, სწორედ ლვოვა-ბელოვამ გაუწია ფასდაუდებელი სამსახური საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებს, როცა ვლადიმირ პუტინს ჩართული კამერების წინ უპატაკა: „ჩვენ შევასრულეთ თქვენი ბრძანება, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ მოვიტაცეთ უკრაინელი ბავშვები“.

საბედისწერო შეცდომა?!

„იცით, რატომ დაარტყა ჰააგამ პუტინს ზუსტად ბავშვების ხაზით და ლვოვა-ბელოვათი? – იკითხა ლატინინამ, – იმიტომ, რომ იურისტებისათვის ყველაზე რთული დანაშაულებრივი ბრძანებების ჯაჭვის გამოვლენა და დამტკიცებაა. აქ კი თავად ქალბატონი მივიდა პუტინთან და ტელევიზიით აჩვენეს, თუ როგორ უბრძანა და მოიწონა ყველაფერი პუტინმა“.

და მართლაც, საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქ-ნ ლვოვა-ბელოვას ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია უშუალოდ მის მიერ სხვა პირებთან ერთად ან/და სხვა პირების საშუალებით“.

ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას შეხვედრის ამსახველი კადრები, რომელთა შესახებაც იულია ლატინინა საუბრობს, ასევე მოხვდა ტელეკომპანია „დოჟდის“ ვრცელ რეპორტაჟში, რომლის ავტორის – ნიგინა ბეროევას თქმით, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დიალოგიდან ცხადი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჟენევის კონვენციისა და, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის დარღვევით გაჰყავს ბავშვები უკრაინიდან და შემდეგ მათ აშვილებს.

„შარშან პუტინთან მივიდა ბავშვთა უფლებების კომისარი ლვოვა-ბელოვა და უთხრა მას: ბავშვები გამოგვყავს უკრაინიდან: იმ ბავშვებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ოჯახებში ვანაწილებთ, ვისაც არა აქვს, არ ვანაწილებთ. პუტინმა ჰკითხა: „და რა პრობლემაა? ჩვენ ამას სწრაფად მოვაგვარებთ“. და პრობლემა მართლაც სწრაფად მოგვარდა: შეიტანეს ცვლილებები და გაამარტივეს მოქალაქეობის შესახებ კანონი. ამ ცვლილებების მიხედვით, ბავშვისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად საკმარისია ბავშვთა სახლის მასწავლებლის ან კლინიკის ექიმის განცხადება“, – ამბობს ნიგინა ბეროევა, რომლის თქმითაც, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რეალურად მისი ტერიტორიებია, განცხადების დაწერის საჭიროებაც გაქრა.

„ბავშვებს უბრალოდ დაურიგეს რუსული პასპორტები და დაბადების მოწმობები და თქვეს: ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რატომ არ შეიძლება, რომ რუსულმა ოჯახებმა იშვილონ? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჟენევის კონვენციას, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს: კონფლიქტის დაწყებიდან არ შეიძლება სამოქალაქო სტატუსის შეცვლა, არ შეიძლება ბავშვების გაშვილება ომის დასრულებამდე“.

მოსკოვის ცრემლებისაც არავის სჯერა

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close