ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 მარტი

21 მარტს ახალი მთვარეა, 22 მარტიდან თვის ბოლომდე კი ჩვენი პლანეტის თანამგზავრი მზარდ ფაზაში იქნება. ეს დრო ერთმანეთის მონაცვლე ძლიერი ენერგიებით იქნება სავსე, ამიტომ  ასტროლოგების პროგნოზი 2023 წლის 20 მარტიდან 26 მარტამდე პერიოდისთვის არაერთმნიშვნელოვანია. შესაძლებელია განწყობის უეცარი ცვალებადობა, როცა ენერგიის მოზღვავებას უეცრად ცვლის მელანქოლია, მოქმედების სურვილს კი –  სიზარმაცე. ასევე მონაცვლეობით იქნება აღმავლობა და ვარდნა ბიზნესსფეროში და გარშემომყოფებთან ურთიერთობაშიც. ისინი, ვინც შეძლებს თავი ხელში აიყვანოს და წვრილმან პრობლემებზე არ გაამახვილოს ყურადღება, ამ კვირაში მომხდარი მოვლენებისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს – თუ როგორ, ამას ვარკვლავები გიკარნახებენ.  

ვერძი

კვირის პირველ ნახევარში შეიძლება შეგექმნათ პრობლემა, რაც სერიოზულად დაგაფიქრებთ თქვენს პრიორიტეტებზე. სამშაბათს ნებისმიერ მანძილზე მგზავრობისას (ლიფტის ჩათვლით) შესაძლებელია მოულოდნელი შეფერხებები და დაგვიანება. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ გადახედოთ თქვენს იდეებს პროფესიული თვალსაზრისით. პარასკევს ნუ ისაუბრებთ თქვენს მიღწევებზე, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ თქვენს წარმატებებზე გარშემო მყოფებს, მით უკეთესი თქვენთვის. თქვენი რომანტიკული პერსპექტივები ამ პერიოდში ძალიან ნათელი და ფერადოვანია.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

კურო

ამ კვირაში პრობლემები, რომლებიც შეიძლება პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში  შეგექმნათ, მალე მოგვარდება ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების გამო. კვირა სავსე იქნება კომუნიკაციით, ახალ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით. ბევრი სამუშაო გექნებათ და, როგორც ყოველთვის, შეუცვლელი იქნებით, ასე რომ, დასვენებას ვერ შეძლებთ. იყავით ყურადღებიანი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორმა მიგატოვოთ. შეეცადეთ ყველაფერი აკონტროლოთ და სიტუაცია აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შაბათს დიდია ალბათობა, რომ არჩევანის წინაშე დადგეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

ტყუპი

ამ კვირაში მოვლენები შეიძლება არაპროგნოზირებადი და გარკვეულწილად ქაოსური იყოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოს. სამსახურში კოლეგებსა და  ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, შეგიძლიათ კარიერული წინსვლის იმედიც გქონდეთ. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავები კარგ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ. შეეცადეთ შაბათ-კვირა სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

კირჩხიბი

ამ კვირაში კეთილსინდისიერი შრომით სამართლიანად მოიპოვებთ გარშემო მყოფების ყურადღებას და კეთილგანწყობას. სამშაბათი კარგი დღე არ არის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობისთვის. ოთხშაბათს შეძლებთ თანამოაზრეების მხარდაჭერა და ხელმძღვანელების კეთილგანწყობა მოიპოვოთ, შესაძლებლობა გექნებათ უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავოთ. პარასკევს უარი თქვით პირად ამბიციებზე, ეს საშუალებას მოგცემთ, დრო, ენერგია  და ნერვები დაზოგოთ. ამ კვირაში, სავარაუდოდ, ქველმოქმედების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი იქნება, თუ კვირა დღეს სახლში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

ლომი

მოემზადეთ იმისთვის, რომ ამ კვირაში სხვადასხვა სიტუაციაში ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისკენ იქნებით მიდრეკილი. ამან შეიძლება მრავალი გაუგებრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით – პროფესიულ სფეროში. ოთხშაბათი შეიძლება ყველაზე დაძაბული და გაუგებარი დღე გამოვიდეს, ნუ ეცდებით გაარკვიოთ, რა ხდება, უბრალოდ, თქვენი საქმე გააკეთეთ. დაანებეთ თავი იმაზე ფიქრს, რაც არ გეხებათ. ხუთშაბათს შეიძლება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდეს, მაგრამ შეეცადეთ არ ინერვიულოთ, რადგან ბოლოს ყველაფერი წარმატებით მოგვარდება. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. ლომი მშობლები განსაკუთრებით ბედნიერად იგრძნიბენ თავს ბავშვებთან ურთიერთობისას.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

ქალწული

სასიამოვნოა, თავს მნიშვნელოვან ადამიანად გრძნობდე – პატივისცემა თავდაჯერებულობას გმატებს. თქვენი პოზიციები სამსახურსა და ბიზნესში გაძლიერდება, მაგრამ მოგიწევთ თავად გაუმკლავდეთ პრობლემებსა და სირთულეებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოიქმნება. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა წინადადებებს, ხელიდან არ გაუშვათ შესაფერისი მომენტი და შემოთავაზება. თუ რაიმე ახლის სწავლის სურვილი გაქვთ, შეეცადეთ ამ კვირაში დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

სასწორი

ამ კვირაში სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელობები, ძირითადად, პირად ცხოვრებას შეეხება, თუმცა ზედმეტად არ უნდა გადატვირთოთ ბევრ ადამიანთა ურთიერთობით. ეს დრო უფრო გონებრივი და სულიერი საქმიანობისთვის არის შესაფერისი. ყველაზე რთულ პროექტებში წარმატებას მიაღწევთ. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და თავი დააღწიოთ ვალებს, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ. კვირის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სასწორის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი საბოლოოდ გადაწყვეტს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ამით თავს ბედნიერად იგრძნობს.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 22.

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს როგორც კონტაქტების, ისე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის რაოდენობა. ასევე, დიდია ალბათობა, რომ მომგებიანი წინადადება შემოგთავაზონ და კარგი თანხა გამოიმუშაოთ. ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ოთხშაბათს შეიძლება ახალი და ორიგინალური იდეები მოგივიდეთ, ამიტომ ჯობია შემოქმედებითად იმუშაოთ. პარასკევს შეეცადეთ მოიშოროთ ყველაფერი, რასაც უკვე დიდი ხანია არ იყენებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება. შაბათ-კვირას ყველა გაუგებრობა მოიხსნება და თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

მშვილდოსანი

ამ კვირაში შეეცადეთ არ გარისკოთ, არ ჩაერთოთ არანაირ კამათსა თუ კონფლიქტში, რადგან შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ. პირიქით, რაც უფრო წყნარად და მშვიდად გაატარებთ ამ დღეებს, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი უახლოესი მომავალი. რეალურად შეაფასეთ შექმნილი სიტუაცია და შეძლებთ იპოვოთ გზები ჰარმონიული თვითრეალიზაციისთვის. ზოგიერთ სიტუაციაში აზრი ექნება ყველაფრის თავიდან დაწყებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შაბათ-კვირა შესანიშნავია მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

თხის რქა

ამ კვირაში შემთხვევითი, ძალდაუტანებელი კონტაქტების დიდი ალბათობა არსებობს. სავარაუდოა საინტერესო შეხვედრები, მოგზაურობები. რომანტიკული ფლირტი განწყობას აგიმაღლებთ. თქვენი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ სასარგებლო კავშირები შემთხვევით გაცნობილი ადამიანების  გარემოცვაშიც კი და სერიოზული პროფესიული არჩევანი გააკეთოთ. შაბათ-კვირას სიმშვიდე უნდა მოიპოვოთ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეთ და სამომავლო მიზნები დაისახოთ. ნუ გადაიტვირთებით, ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მთავარსა და  მნიშვნელოვანზე, მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევთ წარმატებას და აღიარებას.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

მერწყული

იფიქრეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სამსახურში. გახსოვდეთ, რომ ბევრი რამ თქვენზე და თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. დროა სერიოზული ყურადღება მიაქციოთ კარიერას. ზოგადად, ეს კვირა საკმაოდ დაძაბული, არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე იქნება. ემოციური სტაბილურობა შეიძლება შემცირდეს და გაღიზიანება, პირიქით, გაიზარდოს. შეეცადეთ ფხიზლად გააანალიზოთ თქვენი ქმედებები და მიღწევები, რათა რაიმეში არ გადააჭარბოთ. ეს მიდგომა, პლუს თავდაჯერებულობა, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

თევზები

ამ კვირაში სასურველია მეტი დრო დაუთმოთ პირად ცხოვრებას, მეტი ენერგია და შესაძლებლობა, გამბედაობა და მონდომება გექნებათ. ბედნიერება შორს არ არის, უბრალოდ, უნდა გჯეროდეთ მისი. იყავით უფრო აქტიური – ითანამშრომლეთ, დადეთ გარიგებები და ალიანსები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პარტნიორების სურვილები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სკანდალი ატყდეს. კვირა შესანიშნავი დღეა ფიქრისა და ანალიტიკური მუშაობისთვის.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close