მიგრაციამსოფლიო

ბრიტანეთი საფრანგეთში მიგრანტების დაკავების ახალი ცენტრის შექმნას დააფინანსებს

გაერთიანებული სამეფო საფრანგეთში მიგრანტების დაკავების ახალი ცენტრის შექმნას დააფინანსებს. ამის შესახებ შეთანხმებას ორმა ქვეყანამ 10 მარტს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის პარიზში ვიზიტისას მიაღწია, სადაც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეთანხმების მიხედვით, 500-ით გაიზრდება ფრანგი სამართალდამცველების რიცხვი, რომლებიც საფრანგეთის სანაპიროზე პატრულირებას ახორციელებენ და გაძლიერდება ტექნიკური აღჭურვაც. მათ შორის, დრონებით, სადაზვერვო მოწყობილობებითა და თვითმფრინავებით.

საერთო ჯამში მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ამ პროგრამისთვის 540 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close