ვიდეოხელოვნება

დოდონამ ბერძნული „ვოისის“ ფინალური ტურის ორი ეტაპი წარმატებით გადალახა, მაგრამ მესამე ეტაპზე მაყურებელთა ხმების რაოდენობით ბერძენმა მომღერალმა გაიმარჯვა (ვიდეო)

11 მარტს გაიმართა ბერძნული „ვოისის“ მე-7 სეზონის ფინალური ტური, რომელშიც 7 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის, ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძეც. შოუ ტელეკომპანია „სკაის“ ეთერში გადაიცემოდა.

ტური 3 ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შვიდივე მომღერალმა თითო სიმღერა შეასრულა.

7 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე, მაყურებლების მიერ მიცემული ხმების შესაბამისად, 4  გადავიდა, მათ შორის, დოდონაც. ქართველმა მომღერალმა პირველ ეტაპზე ბრწყინვალედ შეასრულა ჩრდილოირლანდიელი მომღერლის, ფოი ვენსის (Foy Vance) სიმღერა “Make It Rain” და მენტორების აღფრთოვანებული შეფასებები დაიმსახურა.

მეორე ეტაპზე დოდონამ კომპოზიცია „Bang Bang“ შეასრულა და მარია საკელარისთან ერთად ფინალური ტურის ბოლო ეტაპზე გადავიდა.

მესამე ეტაპზე დოდონამ ისევ ბრწყინვალედ შეასრულა კომპოზიცია “I Put A Spell On You”, თუმცა მაყურებლების ხმების რაოდენობით 16 წლის ბერძენმა მომღერალმა მარია საკელარიმ გაიმარჯვა.

მარია საკელარი

დოდონა საბერძნეთში სპეციალურად შოუსთვის ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ იგი კონსტანტინოს არგიროსის ჯგუფში იყო.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close