პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციას სხვადასხვა საგანი ესროლეს, ავტომობილები დააზიანეს და სანაგვე ურნები დაწვეს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაა გამოცხადებული, რომელსაც სატრანსპორტო, განათლების და ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
დასავლური მედია წერს, რომ საფრანგეთის საპენსიო გაფიცვები ხელს უშლის ელექტროენერგიის გამომუშავებას, საწვავის მიწოდებას და გადამუშავებას.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
1tv.ge
ამავე თემაზე:
კომენტარები