ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებად/The best player of the world 2022 29 წლის ესპანელი ალექსის პუტელიასი („ბარსელონა“) და 35 წლის არგენტინელი ლეო მესი დაასახელა.
FIFA The Best Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს გაიმართა პარიზში. ცნობილი გახდა საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები, აგრეთვე, ფიფას სხვა ნომინაციების გამარჯვებულები.
არგენტინის ნაკრების და „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ფორვარდმა ლიონელ მესიმ მეორე დაიმსახურა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება – პირველად 2019 წელს, თუმცა 2022 წლის ტიტული ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ფეხბურთელმა მსოფლიო თასიც მოიგო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში (კარიერაში პირველად).
ფიფამ მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ნაკრებების საკუთარი ვერსიაც დაასახელა:
მამაკაცები: ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელუ, ვირჯილ ვან დეიკი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინე, ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე.
ქალები: კრისტიან ენდლერი, კარპი ლეონი, ვენდი რენარი, ლეა უილიამსონი, ლენა ობერდორფი, ალექსია პუტელიასი, კირა უოლში, სემ კერი, ბეტ მიდი, ალექს მორგანი.
საუკეთესო მწვრთნელი გახდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკოლონი, ქალებში – სარინა ვიგმანი, რომელმაც ინგლისის ნაკრები 2022 წელს ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა.
საუკეთესო მეკარეები: არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“) და ინგლისის ნაკრების მეკარე მერი ერპსი („მანჩესტერ იუნაიტედი“).
„პატიოსანი თამაშისთვის ფიფას ჯილდო“/The FIFA Fair Play Award ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ლოჩოშვილს („კრემონეზე“) მიენიჭა.
ნახეთ ლუკას დაჯილდოება და მისი სამადლობელი სიტყვა.
ნუცა ყაველაშვილი
დაკავშირებულ თემაზე: ავსტრიაში ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)
ავსტრიაში ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)
კომენტარები