მსოფლიოსაზოგადოება

გარდაიცვალა მღვდელი, რომელმაც ქრისტეს 40-დღიანი მარხვის გამეორება სცადა

იესოს 40-დღიანი მარხვის გამეორების მცდელობისას მოზამბიკელი პასტორი გარდაიცვალაფრანცისკო ბარაჯაჰი, რომელმაც სანტა ტრინდადში ევანგელისტური ეკლესია დააარსა,  გასულ ხუთშაბათს დაიღუპა ქალაქ ბეირის საავადმყოფოში, სადაც იგი ნათესავებისა და მრევლის თხოვნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც საკვების და წყლის გარეშე სამ კვირაზე მეტი გაატარა.

25-ე დღეს, საავადმყოფოში მიყვანისას 39 წლის პასტორი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, იგი საშინლად გახდა და ფეხზე ვერ დგებოდა. ექიმებმა მას ანემია და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირების გაჩერება დაუდგინეს. ექიმების მცდელობა, პაციენტი სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ, უშედეგო აღმოჩნდა – სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

პასტორი ფრანგულ ენასაც ასწავლიდა ქალაქ მესიკაში, მანიკის ცენტრალურ პროვინციაში, რომელიც ზიმბაბვეს ესაზღვრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იესოს 40-დღიანი მარხვის გამეორების მცდელობა ფატალურად სრულდება. 2015 წელს ზიმბაბვეში 30-დღიანი მარხვის შემდეგ კაცი გარდაიცვალა, ხოლო 2006 წელს იესოს მსგავსად მარხვის მე-20 დღეს ანალოგიური ხვედრი გაიზიარა ლონდონში მცხოვრებმა ქალმა.

მათეს სახარების თანახმად, იესო ქრისტე ნათლობის შემდეგ უდაბნოში განმარტოვდა 40 დღე და ამ ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close