newsსაქართველო

ბათუმში მომხდარი აფეთქების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 თებერვალს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარი აფეთქების შესახებ.

„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

13 თებერვალს, 18:05 საათზე ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მალევე ფეისბუქში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ფეთქდება წყალში მოტივტივე საგანი, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავს.

დაზარალებული არავინაა.

უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქებების შესახებ. მაგალითად, იანვარში ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც ქვეყნის სანაპიროზე მდებარეობდა. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close