მსოფლიოnewsსაქართველო

ქართველმა მაშველმა ძაღლმა ტინტომ თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე აღმოაჩინა

ქართველმა მაშველმა ძაღლმა, ტინტომ, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო. იგი ქართველმა მაშველებმა ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. მათ უკვე 2 მოქალაქე ამოიყვანეს ცოცხლად ნანგრევებიდან ქალაქ ადიამანში

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ  20 000-ს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა. 2 მოქალაქე ნანგრევებში რჩება.

6 იანვარს გამთენიისას და ნაშუადღევს თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,8 და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრებს დღემდე 650 აფთერშოკი მოჰყვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close