ქართველები უცხოეთშიარტისტი

ნუცა ბუზალაძე იმღერებს პროექტში „ამერიკის ვარსკვლავი“ – ვუგულშემატკივროთ! (ვიდეო)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტში „ამერიკის ვარსკვლავი“ კასტინგი გაიარა.

ნუცას თქმით, ჟიურის წევრები კეტი პერი, ლაიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი იქნებიან.

„საიდუმლო, რასაც ამდენი ხანი ვინახავდი, დროა გაიგოთ… გავიარე კასტინგი პროექტში „ამერიკის ვარსკვლავი“ American Idol, სადაც ჟიურის წევრები არიან Katy Perry Lionel Richie Luke Bryant. გვიყურეთ ABC ზე 19 თებერვლიდან!”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

2011 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს მომღერალი GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“ მონაწილეობდა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ „ჯორჯიას შემდეგ“ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close