მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინაში პირველი „ლეოპარდ 2“ მიფრინავს კანადიდან

ჰალიფაქსიდან (კანადის პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე) უკვე გამოფრინდა თვითმფრინავი, რომელიც უკრაინაში კანადიდან პირველ საბრძოლო ტანკს – Leopard 2-ს ჩაიტანს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის ტვიტერის პოსტზე დაყრდნობით.

„დღეს ჰალიფაქსიდან აფრინდა კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი პირველი მთავარი საბრძოლო ტანკით – Leopard 2-ით, რომელსაც კანადა უკრაინაში გზავნის.

კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იმ აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის ესაჭიროებათ“, – დაწერა 4 თებერვალს ტვიტერზე კანადის თავდაცვის მინისტრმა.

რამდენიმე დღით ადრე, 26 იანვარს ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას უახლოეს კვირებში ოთხ მთავარ საბრძოლო ტანკს Leopard 2-ს მიაწვდის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიისა და პოლონეთის გარდა უკრაინას გერმანული წარმოების  Leopard 2-ს პორტუგალიაც მიაწვდის. საუბარია 4 ერთეულზე. ეს ინფორმაცია, რომელიც  მანამდე პორტუგალიურმა მედიამ გაავრცელა, შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამაც დაადასტურა.

გარდა „ლეოპარდებისა“ უკრაინა ამერიკულ „აბრამსებსაც“ ელოდება -„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინისთვის მწარმოებელს ახალ „აბრამსებს“ შეუკვეთენ ურანის ჯავშნის გარეშე, რადგან მათი მაღალჩინოსანი წყაროების ცნობით, ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: მიცოტაკისი განმარტავს, რატომ არ მიაწვდის საბერძნეთი უკრაინას LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს

მიცოტაკისი განმარტავს, რატომ არ მიაწვდის საბერძნეთი უკრაინას LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close