ჰოროსკოპი

კვირის  ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს  ნიშნებისთვის, 30 იანვარი – 5 თებერვალი

ამ კვირაში დაგჭირდებათ თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად აზროვნება. თუ დიდი ხანია ვერ გადაწყვიტეთ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, ახლა ბედი, ფაქტობრივად, გაიძულებთ ეს გააკეთოთ. გარემოებები იქითკენ გიბიძგებთ, სადაც დიდი ხანია გინდათ, რომ აღმოჩნდეთ, იქნება ეს საყვარელი ადამიანის მკლავები, თუ კარიერის მიუწვდომელი მწვერვალი. ნუ ელოდებით, რომ ამ კვირაში მშვიდად დაისვენებთ, მაგრამ ამ შვიდი დღის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ხარისხობრივად შეცვლით თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.

ვერძი

ამ კვირაში მოგიწევთ ბრძოლა თქვენი უფლებებისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოიყვანეთ სათანადო არგუმენტი, რის შემდეგაც მოგისმენენ. პროფესიულ ცხოვრებაში არანაირი დაბრკოლება არ შეგიშლით ხელს წარმატების გზაზე. ეს კარგი დროა შემოსავლის გაზრდის მიზნით ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოსაძებნად. ხუთშაბათი დატვირთული იქნება ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობებით. ეცადეთ იყოთ მეგობრული და საინტერესო მოსაუბრე. თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

კურო

დაუცველობის განცდამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ სამუშაოზე კონცენტრირებაში, თუმცა იმაზე მეტი ძალა და ცოდნა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. თქვენი ინტუიცია იქნება უფრო მკაფიო, ვიდრე ოდესმე, თუნდაც უჩვეულო სიტუაციებში და ზუსტად გამოიცნობთ სწორ გზას შემდგომი მოქმედებისთვის. კვირის ბოლოს, საერთო ქაოსისა და აურზაურის ფონზე, სიმშვიდესა და ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ. პირად ურთიერთობებში არახელსაყრელი ეტაპი მალე გაივლის და ყველაფერი მოგვარდება. შეათანხმეთ შაბათ-კვირის გეგმები საყვარელ ადამიანებთან და დრო საინტერესოდ გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

ტყუპი

ეს კვირა ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სირთულის პრობლემების გადასაჭრელად. პროფესიულ სფეროში თავს საკმაოდ თავდაჯერებულად იგრძნობთ. დიდი შანსია, იპოვოთ სახსრები და შესაძლებლობები საინტერესო იდეების განსახორციელებლად. წარმატების მიღწევის შემდეგ მნიშვნელოვნად გააფართოებთ თქვენი კარიერული ზრდის ჰორიზონტს. მუდმივად იგრძნობთ ირგვლივ მყოფების მხარდაჭერას. მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები პირად ცხოვრებაშიც. მოკლედ, ყველაფერში გაგიმართლებთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 2.

კირჩხიბი

ამ კვირაში წარმატებული იქნება მოგზაურობები და ახალი კონტაქტები, განსაკუთრებით მივლინებები ან უცხოელებთან ურთიერთობა. ეს მდგომარეობა გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს და გაზრდის თვითშეფასებას. სამსახურში შესაძლოა, მეტი შრომა მოგიწიოთ დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ნუ  აყვებით პანიკას, ნებისმიერ ოპონენტთან შეგიძლიათ მოლაპარაკება. მოვლენები, რომლებიც  პარასკევს მოხდება, შეგიძლიათ ბედისწერის მინიშნებად ჩათვალოთ. სახლში სიმშვიდისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად შეეცადეთ, დაიცვათ ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის და ოჯახსაც დაუთმოთ საჭირო დრო და ენერგია.

სასიკეთო დღეები: 30, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

ლომი

ამ კვირაში აუცილებელია შეინარჩუნოთ სიფხიზლე და ნათელი აზრები. ოთხშაბათს პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ სამსახურში ახალი პოზიციების დაკავებაში. დაფასდება თქვენი ძალისხმევა პროფესიული თვალსაზრისით და მიიღებთ იმ აღიარებას, რომელსაც იმსახურებთ. კვირის ბოლოს სამსახურში დასახულმა გეგმებმა შეიძლება არ გაამართლოს და არ ღირდეს დროის ხარჯვად და ძალისხმევის გაწევად. შაბათს საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი საშუალებას მოგცემთ, გადაჭრათ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ოჯახი და მეგობრები ყველანაირ მხარდაჭერას გაგიწევენ.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

 ქალწული

ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია თქვენი კარიერული წინსვლისთვის, უბრალოდ, მოემზადეთ დატვირთვის გაზრდისთვის. ვარსკვლავების გავლენა თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ და თქვენს მონდომებას გაზრდის, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ნებისმიერი დაწყებული საქმე. სასურველია არა  დაპირისპირება ხელმძღვანელობასთან, არამედ გონივრულ კომპრომისზე წასვლა. დინების საწინააღმდეგოდ ცურვისას შეიძლება დიდი ძალისხმევა გასწიოთ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. თუ პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გჭირდებათ, მაშინ გამოიყენეთ ეს დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 სასწორი

ეს კვირა სავსეა მღელვარე მოვლენებით, რამდენიმე ღონისძიება მოითხოვს თქვენს ყურადღებას და მონაწილეობას, ასევე, მონდომებას და სწრაფ რეაგირებას. შეეცადეთ არ გამოიყენოთ უკმეხი სიტყვები და მოერიდეთ სპონტანურ ქმედებებს. თუ თავს შეიკავებთ და ზედმეტს არ იტყვით სტრესულ სიტუაციაში, მაშინ შესაძლოა კარიერული ზრდის კარგი შანსი მოგეცეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას ან მდგომარეობის გამოსწორებას მოახერხებთ, დიდი სიხარული გელით.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

მორიელი

ამ კვირაში თქვენი ავტორიტეტი პროფესიულ სფეროში გაიზრდება. ხელსაყრელი ვითარება ხელს შეუწყობს თქვენს ენერგიულ ქმედებებს, რასაც ხელმძღვანელობა და პარტნიორები დააფასებენ. წარმატებით დასრულდება მივლინებები და, ზოგადად, მოგზაურობა. ხუთშაბათს შესაძლებელია მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყოთ. თქვენი პირადი ცხოვრება საინტერესო, რომანტიკული და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე იქნება. შეეცადეთ, შაბათ-კვირას მშვიდად დაისვენოთ და შემდგომი მეტი აქტიურობისათვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

მშვილდოსანი

ამ კვირაში პროფესიულ გზაზე „მთების გადაადგილების“ მცდელობისას, შეიძლება ცოტა არასწორად გამოთვალოთ და შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები. უფრო მეტად დაინტერესდით კოლეგებისა და ქვეშევრდომების პრობლემებით და მაშინ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. წარმატების გასამყარებლად ეცადეთ, წინასწარ დაგეგმოთ თქვენი მოქმედებები. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გამორიცხული არ არის, რომ ვინმე შეეცადოს,  სახლში სიმშვიდე და ჰარმონია დაგირღვიოთ, ამიტომ ფხიზლად იყავით. შაბათ-კვირა აქტიურად გაატარეთ, თუნდაც მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

თხის რქა

კვირის დასაწყისში ნუ დაიწყებთ რაიმე ახალ საქმეს, უბრალოდ, მოაგვარეთ ყველა ძველი საკითხი, მოიშორეთ ცუდი აზრები ადამიანებზე და, ზოგადად, ცხოვრებაზე. შეეცადეთ, ირგვლივ მყოფები არ გააღიზიანოთ და განაწყენოთ, იცხოვრეთ მოკრძალებულად, მაგრამ გემოვნებით. შეეცადეთ, ნაკლებად ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე, რადგან მართალია კეთილისმყოფლებს გულწრფელად სურთ თქვენი დახმარება, მაგრამ შეიძლება ჩანაფიქრი უნებურად ჩაგიშალონ. ნაკლები კრიტიკა და თვითკრიტიკა ამ კვირაში! თავდაჯერებულობა სასურველ წარმატებამდე მიგიყვანთ. პირად ცხოვრებაში გაუგებრობები მალე წარსულს ჩაბარდება.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

მერწყული

ამ კვირაში აუცილებლად მკაფიოდ უნდა დაგეგმოთ ყველაფერი და თავად გადაწყვიტოთ, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.  ნაკლები ქაოსი და სპონტანურობა საქმესა და გართობაში. მეგობრები დაგეხმარებიან განტვირთვაში და საინტერესო იდეებს მოგაწვდიან, რომლებსაც უნდა მოუსმინოთ. მოძებნეთ შესაძლებლობები, საუკეთესოდ წარმოადგინოთ და განახორციელოთ თქვენი იდეები. შაბათ-კვირას შეძლებთ ბევრი ადამიანის გულის მოგებას თქვენი მონდომებით, თავდაჯერებულობით და მომხიბვლელობით.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 4.

თევზები

ეს კვირა ძალიან დატვირთული და სხვადასხვა ღონისძიებით სავსე იქნება. ნუ იჩქარებთ რამე ახლის დაწყებას, რადგან ამის დრო ახლა არ არის და ენერგიის ფუჭად ხარჯვა გამოგივათ. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ისწავლოთ, ისიამოვნოთ იმით, რაც გაქვთ. უახლოეს მომავალში შემოსავლის ახალი წყაროები გამოგიჩნდებათ და მომგებიანი გარიგებები გელოდებათ. ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდითა და ჰარმონიით დატკბებით.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close