ჩინური ჰოროსკოპის 4 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებით გაუმართლებთ 2023 წელს
ჩინური ჰოროსკოპის ამ ოთხი ნიშნისთვის 2023 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, გაუმართლებთ როგორც სიყვარულში, ისე კარიერაში.
ჩინელები თვლიან, რომ ადამიანის ბედი, მისი პიროვნება და სიყვარულში თავსებადობა მჭიდრო კავშირშია მის ჩინურ ზოდიაქოს ნიშანთან, რომელიც დაბადების წლის მიხედვით განისაზღვრება. ჩინური ჰოროსკოპის ნიშნების თანმიმდევრობა ასეთია: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. 12 წლის შემდეგ ციკლი მეორდება.
როგორც იცით, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წელი კურდღლის წელია, „იმედის წელი“, ძალიან იღბლიანი მათთვის, ვინც კურდღლის, თხის, ღორისა და ვირთხის წლებში დაიბადა.
კურდღელი
დაბადების წელი: 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023.
წლევანდელი დომინანტური ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2023 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. მათი ადრინდელი გულუხვობის შედეგი შთამბეჭდავი შესაძლებლობები იქნება, რომლებსაც, როგორც ამბობენ, „ლანგრით მოგართმევენ“ – ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, ხელფასების მნიშვნელოვანი მატება ან სრულიად უპრეცედენტო შანსები. მარტოხელა კურდღლებს სიყვარულშიც გაუმართლათ – ისინი შესაძლოა იდეალურ პარტნიორს შეხვდნენ.
თხა
დაბადების წელი: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027, 2015.
თხებისთვის დიდი ხნის ნანატრი წარმატება უკვე ახლოსაა. მათ შეუძლიათ წინსვლა პროფესიული თვალსაზრისით – ეს შეიძლება იყოს, პირველ რიგში, დაწინაურება. რაც შეეხება ფინანსებს, ასტროლოგები აცხადებენ, რომ წელს თხების „ბიუჯეტში“ ფული წვიმასავით წამოვა და მოგება ყველაზე თამამ იმედებსაც კი გაამართლებს. 2023 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით, ჩინური ახალი წელი თხებისთვის გრძნობების გამოხატვის ფორმის შეცვლას ეძღვნება.
ღორი
დაბადების წელი: 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ჩინური ჰოროსკოპის ნიშნები, რომლებსაც წყალი მართავს, 2023 წელს განსაკუთრებულ კეთილდღოებას უნდა ელოდონ. ღორს განვითარების და წინსვლის ბევრი შესაძლებლობა ექნება მომდევნო თითქმის 13 თვის განმავლობაში, სანამ დრაკონის წელი დადგება (2024 წლის 10 თებერვალს). კარიერული თვალსაზრისით, ღორი, რომელსაც წინა წლის განმავლობაში ფინანსური სირთულეები ჰქონდა, მატერიალური კომფორტის შესაძლებლობებს იპოვის. რაც შეეხება სიყვარულს, კურდღლის წელი ამ ნიშნისთვის ჯანსაღ, კომფორტულ ურთიერთობებს უწყობს ხელს, თუმცა ღორს შეიძლება სიყვარულმა ჭკუა დააკარგვინოს, ამიტომ რომანტიკას რაც შეეხება, ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები ფრთხილად უნდა იყვნენ.
ვირთხა
დაბადების წელი: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020.
2023 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ვირთხის წელში დაბადებულებს სამუშაოსთვისა და ფინანსური წარმატებისთვის მრავალი შესაძლებლობა გამოუჩნდებათ. კეთილი საქმეები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები მიმდინარე წელს მიიღებენ, სრულ განვითარებას 2024 წელს მიაღწევს. სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები არ მოხდება, როდესაც საქმე ინტიმურ ურთიერთობებს ეხება, მაგრამ შეკრულ ოჯახში შეიძლება სხვაგვარად იყოს. ასტროლოგების რჩევით, შეეცადეთ კამათს ნებისმიერ ფასად აარიდოთ თავი, მაგრამ თუ დიალოგი შედეგს ვერ მოიტანს, უმჯობესია დახმარება ნეიტრალურ პიროვნებას სთხოვოთ.
თამთა გურული
კომენტარები