ფსიქოლოგიარჩევები

რა მახეს გვიგებს FACEBOOK-ით ,,უწყინარი“ გართობა

სოციალურ ქსელებში ხანგრძლივი „სეირნობისას“ ადამიანი განიცდის „ინფორმაციული ხმაურის“ ზემოქმედებას იმის შედეგად,რომ უმეტეს ვებ–გვერდებზე სასარგებლო და უსარგებლო, საინტერესო და უინტერესო,ინფორმაცია არეულია. ამ უსაზღვრო ინფომაციის გარემოცვაში ადამიანი დამოკიდებული ხდება სოციალურ ქსელებზე, იმდენად დამოკიდებული, რომ დაკარგული აქვს დროის შეგრძნება და კრიტიკული აზროვნების უნარი.

სოციალური ქსელის მომხმარებელი მამუკა ხანთიძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს ჯგუფური აზროვნების შესახებ და  ცნობილი ფსიქოლოგის ირვინგ იანის ( Irving Lester Janis) პოსტულატების შეხსენებით გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება შიდა ჯგუფური წნეხის გამო დაგვიქვეითდეს მორალური განსჯის უნარი და გავხდეთ „ჯგუფური აზროვნების მსხვერპლი“.  

„ქართული ფბ რომ დიდებული ანარეკლია საზოგადოებრივი ცხოვრებისა, მოგეხსენებათ.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ირვინგ იანისმა, მეტად პატივსაცემმა ფსიქოლოგმა და ფილოსოფოსმა ჯგუფური აზროვნების წარმოშობის 9 სიმპტომი ჩამოაყალიბა:
1.საკუთარი შეუცდომლობის ილუზია. ეს იწვევს გაუმართლებელ ოპტიმიზმს (ეგზალტაციას), რაც თავის მხრივ იწვევს მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღებას.
2.მიღებულ გადაწყვეტილებებზე პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობა. თუ ყველა პასუხისმგებელია, მაშინ არავინაა პასუხისმგებელი.
3.უდავო რწმენა იმისა, რომ ჯგუფი იღებს მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს და არ შეუძლია მიიღოს არასწორი.
4.გარე ნიშნების სრული უგულებელყოფა, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჯგუფის ქმედებებს.
5.ჯგუფის ოპონენტების ნეგატიურად წარდგენა – მოწინააღმდეგე სულელი და პრიმიტიულია.
6.თვითცენზურის არ არსებობა.
7.ერთსულოვნების ილუზია. დუმილი მიიღება თანხმობის ნიშნად.
8.ჯგუფური ზეწოლა არალოიალურ წევრზე. მისი ხელახალი აღზრდის მცდელობები.
9.„აზროვნების ჟანდარმები“ – ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჯგუფში „არასწორი“ აზრების თავიდან აცილებას.
ასეთ ჯგუფში მკვეთრად გამოხატული იერარქიაა. უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები გავლენას ახდენენ დაბალი სტატუსის ადამიანებზე და ამ უკანასკნელებს საერთოდ ეკრძალებათ რაიმეს ფიქრი და განსხვავებული აზრის გამოხატვა.
კლასიკური ნიმუში ჯგუფური აზროვნების – იხ. ქართული ფეისბუქი (ანუ საზოგადოება)“ – წერს პოსტის ავტორი.

უდავოა,რომ ქსელი გარდაქმნის ადამიანს სხვა ტიპის არსებად, გაჯეტის ეკრანიც უკვე ადამიანის ტვინის ნაწილი გახდა.

ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში „სეირნობის“ დრო!  სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობები ხომ ბევრად უფრო სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close