მოდა/სილამაზე

დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სილამაზის ეტალონთან, მონიკა ბელუჩისთან თანამშრომლობას იხსენებს (ვიდეო)

ქართველ დიზაინერებს მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ, გამონაკლისი არც ქეთი ჩხიკვაძეა. ის რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის ხოლმე.

AlterPDF Pro

მის სამოსს ცნობილები ხშირად ირგებენ. 2020 წელს, ყაზახეთის ჟურნალთან „Harpers Bazaar“ თანამშრომლობის დროს, დიზაინერს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ერთად მოუწია მუშაობა.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ქეთი მონიკაზე საუბრობს.

„ცხოვრებაში უფრო ლამაზია და ძალიან უშუალო, ძალიან კარგი ადამიანია… 2 დღე ერთად ვიმუშავეთ. დავღალეთ, დღეში 8 საათი ვმუშაობდით. წარმოუდგენელი სილამაზეა, რომ უყურებ, ანათებს…“ – იხსენებს დიზაინერი.

მისივე თქმით, მონიკას გარდერობში მისი კოლექციებიდან რამდენიმე ლუქი აქვს.

ნახეთ ვრცლად ↓

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close