პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი თურქეთთან მთელ საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს

საბერძნეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის მთელ სიგრძეზე, მდინარე ევროსის გასწვრივ სასაზღვრო გალავნის გაფართოება გადაწყვიტა, მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება  –  ამის შესახებ საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკოსმა ტელეარხ SKAI-ს განუცხადა.

კედლის  მთლიანი სიგრძე შესაძლოა 140 კმ იყოს, თუმცა საზღვრის ცენტრალურ ნაწილში 35 კმ-იანი მონაკვეთის დაუყოვნებლივ აშენებაზე მთავრობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. კედლის აგება მთლიანობაში 100 მლნ ევრო დაჯდება. სამუშაოები ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება.

ოფიციალური ათენი იმედოვნებს, რომ თურქეთიდან მიგრანტების უკანონო ნაკადს კედლით შეაჩერებს.

მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2022 წლის ოფიციალური მონაცემებით, ევროსის საზღვრის გავლით საბერძნეთში 250 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეეცადა შესვლას.

გასულ წელს  ათენი ევროსის ზღვის მიმდებარედ 80-კილომეტრიანი კედლის აშენებისთვის  დაფინანსების მოპოვებას  ევროკავშირიდან ცდილობდა, რასაც დებატები მოрყვა იმის  შესახებб უნდა დაიხარჯოს თუ  არა ევროკავშირის მიერ მისი წევრი ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსება კედლის აშენებაში.

აგვისტოში, ბერძენი ოფიციალური პირები კედლის ეტაპობრივ გაფართოებაზე  შეთანხმდნენ და შესაბამის სამინისტროებსა და ეროვნული თავდაცვის გენერალურ შტაბს დაავალეს,  დაედგინათ პრიორიტებები, თუ რომელი მონაკვეთები უნდა  აშენდეს პირველ რიგში.

commersant.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close