მსოფლიოსპორტი

პელეს მსოფლიოს ყველაზე მაღალ ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ

ლეგენდარულ პელეს ქალაქ სანტოსში, „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაო. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 2 იანვარს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლებს და ჩაივლის ფეხბურთელის დედის, 100 წლის სელესტე არანტისის სახლთან.

3 იანვარს პელეს „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ პელეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

imedinews.ge

ამავე თემაზე: ლეგენდარული პელე გარდაიცვალა

ლეგენდარული პელე გარდაიცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close