ქართველები უცხოეთშისპორტი
რუსთაველი თეკლა ობოლაძე „საბერძნეთის თასი 2022-ის“ გამარჯვებული გახდა
რუსთაველი თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში „საბერძნეთის თასი 2022-ის“ გამარჯვებული გახდა.
თეკლამ, რომელსაც მასზე ბევრად გამოცდილ კონკურენტებთან მოუწია ბრძოლა, -51კგ კატეგორიაში იასპარეზა.
რუსთაველი სპორტსმენი შეჯიბრში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა, რადგან წლებია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფება.
თეკლა ობოლაძემ ფინალურ შეხვედრაში კვიპროსელი მეტოქე დაამარცხა და თავის წონაში ტურნირის გამარჯვებული გახდა.
inforustavi.ge
კომენტარები