მსოფლიოსაზოგადოება

საბერძნეთში დაწყებული სიყვარული – დონალდ ტრამპის ქალიშვილი ლიბანელ მილიარდერზე დაქორწინდა (ვიდეო)

დონალდ ტრამპის ქალიშვილი ტიფანი გასულ შაბათს ლიბანელ ბიზნესმენზე დაქორწინდა ნიშნობიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. გრანდიოზული საქორწილო ფლორიდაში, პალმ ბიჩზე, მი­ლი­არ­დე­რე­ბის უბან­ში მდე­ბა­რე ტრამ­პე­ბის სა­სახ­ლე ­მარ-ა-ლაგოში გაიმართა. 

წყვილმა ერთმანეთი 2018 წელს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაიცნო. მათი ნიშნობა  2021 წლის იანვარში, ტრამპის უფლებამოსილების შეწყვეტის წინა დღეს გაიმართა თეთრ სახლში – მაშინ სასიძომ საპატარძლოს 1.2$ მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 13-კა­რა­ტი­ა­ნი ბრილიანტის ბეჭ­ედი მიართვა.

29 წლის ტიფანი დონალდ ტრამპის და მისი მეორე მეუღლის – მსახიობის, მოდელისა და პროდიუსერის, მარლა მეიპლსის ქალიშვილია.

25 წლის მაიკლ ბულოს მშობლები ლიბანელები არიან, თუმცა იგი ნიგერიაში, ლაგოსში დაიბადა და გაიზარდა. ბულოს ოჯახს ნიგერიაში ბიზნესი აქვს, ის ქვეყანაში Suzuki-ს პროდუქციის ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორია.

ტი­ფა­ნის მეჯ­ვა­რე­ მისი ნა­ხე­ვარ­და, ივან­კა ტრამ­პი იყო.მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ მელანია ქმარს დაშორდა, ქორწილს ტრამპების ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. ფრენკ სინატრას სიმღერაზე მელანიამ ქმართან იცეკვა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, აკოცა კიდეც.

ტიფანი და მაიკლი მაიამიში ცხოვრობენ. ისინი, როგორც ჩანს, არ შემოიფარგლებიან მარ-ა-ლაგოს საქორწილო ცერემონიით. ტიფანი ყოველთვის ამბობდა, რომ ქორწილის გადახდა მიკონოსზე სურს, სადაც თავის სიყვარულს შეხვდა.

ნუცა ყაველაშვილი

ტრამპის უმცროსი ქალიშვილი 23 წლის მილიარდერზე დაინიშნა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close