მსოფლიოკრიმინალი

ქალს, რომელმაც მეგობარს თავი მოჰკვეთა, 34 წელი მიესაჯა – BBC

BBC-ის ცნობით, ქალს, რომელმაც საკუთარი მეგობარი მოკლა, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა და სხეულის ნაწილები ჩემოდანში ჩააწყო, სასამართლომ 34 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

38 წლის ჯემა მიტჩელმა 67 წლის მე კუენ ჩონგი საკუთარ სახლში, ლონდონში 2021 წლის ივნისში მოკლა.

გამოცემის ცნობით, მიტჩელი გახდა პირველი მკვლელი, რომელსაც სატელევიზიო განაჩენი გამოუტანეს ინგლისსა და უელსში მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზებში კამერების შეშვებასთან დაკავშირებით  წესები შეიცვალა.

„იმ დასკვნამდე მივედი, რომ თქვენ უკიდურესად ცბიერი ხართ. თქვენ არანაირ სინანულს არ გამოხატავთ და, როგორც ჩანს,  სრულად უარყოფთ ბრალს მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, თქვენ წინააღმდეგ აბსოლუტური მტკიცებულებები იყო“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

მოკლულის უთავო ცხედარი სალკომბის ტყეში იპოვა დამსვენებელმა, ხოლო მისი თავი იქვე აღმოაჩინეს რამდენიმე დღის შემდეგ.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მიტჩელმა დაუცველი ქვრივის მკვლელობის გეგმა მას შემდეგ შეიმუშავა, რაც მას ეკლესიის ჯგუფის მეშვეობით დაუმეგობრდა.

მათი ვერსიით, როდესაც  ჩონგმა უარი თქვა 200 000 ფუნტის მიცემაზე დანგრეული 4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლის რემონტისთვის, მიტჩელმა იგი მოკლა და ანდერძი გააყალბა, რათა მისი ქონება მიეთვისებინა.

სასამართლოს დასასრულს ბრალდებულის დედამ, ჰილარი კოლარდმა თქვა, რომ ის „აბსოლუტურად შეწუხებულია“ იმის გამო, რომ მისი შვილი ასეთი მცირე მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს და პირობა დადო, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. მისი მტკიცებით, ჩემოდანში ცხედარი არ იყო და  მასში „ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და  პირსახოცები ეწყო“.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close