საზოგადოებასაქართველო

რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას – იუსტიციის სახლის განმარტება

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:

  • დაიკარგა;
  • დაზიანდა;
  • მოიპარეს.

დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:

  • თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა – 6 ლარი;
  • თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;
  • თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა – 16 ლარი.

დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close