ქართველები უცხოეთშიიტალიასპორტი

„ქართველმა და რომაელმა გულშემატკივრებმა ზეიმი ჩაშალეს“ – რა მოხდა სტადიონზე, სადაც კვარაცხელია თამაშობდა

კვირას, 23 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტადიონ „ოლიმპიკოზე“ „რომას“ ესტუმრა და ვიქტორ ოსიმენის გოლით 0:1 დაამარცხა.

გავლენიანი სააგენტო Goal.com-ი წერს, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას, როდესაც ნიგერიელმა ფორვარდმა გოლი გაიტანა, ტრიბუნაზე ქართველ და რომაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი გულშემატკივრები ქართველების დროშებმა გააღიზიანა, მათ საქართველოს სიმბოლოს წართმევა სცადეს. შედეგად, მხარეებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა და გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა დაცვის სამსახურმა შეძლო.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close