მსოფლიოქართველები უცხოეთში

პოლონეთში ავტოავარიის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში, ქალაქ პოზნანთან ახლოს, სოფელ ჟერნიკისთან მომხდარ ავტოკატასტროფაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომლითაც რვა ადამიანი მგზავრობდა, Ford-ის მარკის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

tenpoznan.pl-ს ცნობით, შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:30 სთ-ზე. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ავტობუსი, რომლითაც 8 ადამიანი სამუშაოზე მიდიოდა, თავისი სამოძრაო ზოლიდან მოულოდნელად მეზობელ ზოლში გადავიდა და პირდაპირ შეასკდა სატვირთო მანქანას. 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 5 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – პოზნანის იუზეფ სტრუსის სახელობის საქალაქო საავადმყოფოს პრესმდივანმა ტელევიზიას უთხრა, რომ იგი სიცოცხლისთვის იბრძვის. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ამავე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული მეორე პაციენტი, რომლის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

გამოცემის ცნობით, დანარჩენ 3 დაშავებულს ოლქის სხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ და მათი მდგომარეობაც მძიმეა.

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, – უთხრეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პოლონურ მხარესთან მუშაობენ ინფორმაციის და დეტალების გასაცნობად:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close