პოლონეთში დაბომბვის შემთხვევაში გამოსაყენებელი 60 000-ზე მეტი თავშესაფრის შემოწმების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს. განცხადება პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
„მეხანძრეები ამოწმებენ თავშესაფრების მდგომარეობას, არის თუ არა ისინი შესაბამისად აღჭურვილი და ვარგისი გამოსაყენებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ზომებს მათი ადაპტირებისთვის“, – განუცხადა მინისტრის მოადგილემ Polsat News-ს.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 62 000 თავშესაფარია და შემოწმების პროცესი დაახლოებით ორ თვეs გაგრძელდება.
ვასიკის თქმით, ქვეყანა ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ პოლონეთი, როგორც ნატოს და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხო ქვეყანაა.
გასულ თვეში პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადგილობრივ სახანძრო სადგურებზე იოდის ტაბლეტები დაერიგებინათ, რათა მოქალაქეები რადიაციის პოტენციური ზემოქმედებისგან დაიცვან ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შემთხვევაში.
წყარო: BBC
rustavi2.ge
კომენტარები