მსოფლიოსაზოგადოება

ზელენსკი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ებრაელად დასახელდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ებრაელის რეიტინგში ლიდერობს, რომელიც ისრაელის ყოველდღიურმა გაზეთმა The Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა.

ზელენსკის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილი ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაიკავა, მესამეზე კი საფრანგეთის მთავრობის მეთაური ელიზაბეტ ბორნია.

ათეულში ასევე შედიან აშშ-ის ელჩი ისრაელში თომას ნიდესი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები – დანა უოლდენი, რონალდ ლაუდერი და ადენა ჰეფეტსი, ასევე, მოსამართლე რივკა ფრიდმან-ფელდმანი.

„ბევრი ადამიანი ახდენს გავლენას სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. წელს ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა სია, რომელიც წარმოაჩენს ებრაელი ერის მრავალფეროვნებას საზოგადოების ყველა ფენის ადამიანების ხაზგასმით – მთავრობა, ხელოვნება, მედიცინა, ლიტერატურა და მეცნიერება“, – ნათქვამია რეიტინგის სარედაქციო აღწერაში.

გაზეთის გარეკანზე, სადაც რეიტინგი გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტის ფოტოა.

realpolitika.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close