მსოფლიოპოლიტიკაარტისტი

რას დაჰპირდა ალენ დელონი ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ფრანგ მსახიობს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ცნობილ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს. ინტერვიუში, რომელიც ფრანგულ ტელეარხ TV5 Monde-ზე 23 სექტემბერს გავიდა, ალენ დელონმა საჯარო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.

ფრანგ მსახიობსა და უკრაინის ლიდერს შორის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ დისტანციურად კიევსა და პარიზს შორის ჩაიწერა.

ალენ დელონის თქმით, ის ძალიან შეწუხებულია და იტანჯება უკრაინის გამო. „50 წლით უმცროსი რომ ვიყო, უკრაინულ ჯარს შევუერთდებოდი“, – განაცხადა მან.

„ხშირად ამბობენ, რომ თანამებრძოლები ვართ, რადგან ორივემ დავიწყეთ, როგორც მსახიობებმა, მაგრამ მის კარიერას უკეთესი ბოლო ჰქონდა, ის პრეზიდენტია, მე – არაფერი“, – აღნიშნა ალენ დელონმა ღიმილით ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას.

„მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი გენიალური მსახიობი, როგორც თქვენ. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ჩემთვის ავტორიტეტი და უდიდესი მსახიობი ხართ“, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენკიმ ფრანგ მსახიობს და ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც მსახიობი და მთლიანად ფრანგული საზოგადოება იჩენს უკრაინის მიმართ.

ალენ დელნმა ღიმილით უპასუხა: „არც მე ვყოფილვარ  ისეთი გენიალური პრეზიდენტი, როგორც თქვენ“.

„ეს მინიმუმია, რაც შემიძილია გავაკეთო. თქვენ არ იმსახურებთ იმას, რასაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი განიცდის. თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ამ ომის პროვოცირებისთვის. არის რაღაცები, რაც არ მესმის და ომი არის ასეთი, არ შემიძლია იმის მიღება და გაგება, როდესაც ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები, კვდებიან ცხოველები, მეზიზღება ომი“, – განაცხადა ალენ დელონმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ოცნებაა და არა ქვეყნის ან მთლიანი ერის. ეს ადამიანი – ვლადიმირ პუტინი – ინტერვიუს დროს სახელით არ უხსენებიათ, თუმცა მასზე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„ის ფიქრობს, რომ ჩვენ მისი სამყაროს ნაწილი ვართ, ალბათ მას სწყურია საბჭოთა კავშირის დაბრუნება და ყველა, ვინც ამ გზაზე ხელს უშლის, მისთვის საზარბაზნე ხორცია. მან მშვენივრად იცის, რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე, მაგრამ ეს მისი გეგმის ნაწილია. ეს კოლონიალისტური მიდგომაა“,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ალენ დელონის კიევში მიპატიჟებით დასრულდა.

„მე ჩამოვალ, როდესაც ხელჯოხი ნაკლებად დამჭირდება და ნორმალურად სიარულს შევძლებ. მოვალ. ეს მალე იქნება, იმიტომ რომ ეს ღირს ამად და მე არ მეშინია“, – განაცხადა ალენ დელონმა.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close