მსოფლიოსაზოგადოება

რუსული მედიის ცნობით, ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გამო

რუსულ მედიაში 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი მომღერალი ვერა ბრეჟნე­ვა და პრო­დი­უ­სე­რი კონ­სტან­ტი­ნე მელ­ა­ძე და­შორ­დნენ.  წერენ, რომ წყვილი ჯერ კიდევ ზაფხულში დაშორდა და მიზეზი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომია.

საქმე ისაა, რომ ანსამბლ „ვიაგრას“ ყოფილი წევრი ვერა ბრეჟნევა უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა ომის დაწყებისთანავე, იგი პოლონეთშიც კი წავიდა მოხალისედ უკრაინელი დევნილების დასახმარებლად, კონსტანტინე მელაძე კი ომთან დაკავშირებით თავისი პოზიციის ღიად გამოხატვისგან თავს იკავებს.

დაშორებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე არც ბრეჟნევას და არც მელაძეს კომეტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მელაძეს და ბრეჟნევას დაშორებას 2015 წლიდან „ცდილობენ“, – მას შემდეგ, რაც წყვილი ოფიციალურად შეუღლდა. stars.glavred.info-ს ვერსიით, წყვილის მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი  ის არის, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ რომანი მაშინ, როდესაც მელაძეს ოფიციალურად ჰყავდა ცოლი.

 

კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა განქორწინების ზღვარზე არიან უკრაინაში ომის გამო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close