„ის აქ არ უნდა იყოს“: სამეფო ოჯახმა კატეგორიულად აუკრძალა მეგან მარკლს ელიზაბეტ II-სთან გამოსამშვიდობებლად მისვლა
ერთ-ერთი მათგანი, ვინც საყვარელ ბებიას სასიკვდილო სარეცელზე ვერ მიუსწრო, იყო პრინცი ჰარი. სასახლესთან დაახლოებული ყველა ოფიციალური წყარო (როგორიცაა BBC) იტყობინებოდა, რომ სასექსის ჰერცოგი მეგან მარკლთან ერთად შოტლანდიაში გაფრინდა, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჰერცოგინია ლონდონში დარჩა (წყვილი იმ საღამოს WellChild Awards-ის ცერემონიაზე უნდა გამოსულიყო). სამეფო ოჯახის ბევრმა გულშემატკივარი მოგვიანებით დაინტერესდა: თუ რატომ შეიცვალა კალიფორნიელი პრინცესას გეგმები ასე რადიკალურად?
მთავარი ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ცნობით, ჰარი თავის სახლში იმყოფებოდა, როდესაც მას ჩარლზმა დაურეკა და სთხოვა, მეგანი არ წაეყვანა ბალმორალში. წყარო განმარტავს: „ჩარლზმა უთხრა ჰარის, რომ მეგანი არ უნდა იყოს ბალმორალში ასეთ სამწუხარო დროს. ეს არასწორი იქნებოდა“.
ჰერცოგს ასევე უთხრეს, რომ ქეითიც არ მიდიოდა და იმ მომენტში მხოლოდ უახლოესი ნათესავებით უნდა შემოიფარგლილიყვნენ. მომავალმა მეფემ ნათლად აჩვენა, რომ მეგანი არ იქნებოდა ციხესიმაგრეში სასურველი სტუმარი.
შერცხვენილ ჰარის ასევე უარი უთხრეს RAF-ის თვითმფრინავით მგზავრობაზე, რომელმაც მისი ძმა, პრინცი უილიამი და მისი ბიძები, პრინცი ედვარდი და პრინცი ენდრიუ შოტლანდიაში წაიყვანა. შედეგად, ჰარიმ ცალკე, კერძო თვითმფრინავით იმგზავრა და რეზიდენციაში კატასტროფულად გვიან მივიდა.
ექსპერტი მიანიშნებს, რომ მეგან მარკლის იქ არყოფნა, მასსა და მის ევროპელ ნათესავებს შორის სერიოზულ შუღლს ნიშნავს.
სხვა სამეფო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ჰერცოგინიას არყოფნა მაინც უფრო ფორმალობა იყო. და ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ მეფის მეორე რძალი – ქეით მიდლტონი, ახლა უკვე უელსის პრინცესა – ასევე არ გამოემშვიდობა დედოფალს. პრინც უილიამის მეუღლე თავის სამ შვილთან დარჩა.
beaumonde.ge
კომენტარები