რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ჩინეთში ღრუბლებს თესავენ გვალვასთან საბრძოლველად

ჩინეთში ხანგრძლივი და ძლიერი გვალვისგან ნაწილობრივ დამშრალი მდინარე იანძის წყლით შესავსებად ღრუბლების დათესვა დაიწყეს.

სპეციალური თვითმფრინავებით ღრუბლებში ვერცხლის იოდიდის ღერებს ისვრიან ყინულის კრისტალების ფორმირებისთვის, რომლებიც ღრუბლებში მეტი ნალექის წარმოქმნას უწყობენ ხელს.

რეკორდულმა სიცხემ ქვეყანაში მდინარეების დაშრობა გამოიწვია. ბევრ ადგილას დამშრალია უდიდესი მდინარე იანძის კალაპოტიც, რამაც სასმელ წყალთან და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შექმნა.

ამინდის ხელოვნურად შეცვლის პროგრამა მდინარე იანძის აუზში მდებარე რამდენიმე რეგიონმა დაიწყო, თუმცა მდინარის აუზის გვალვისგან დაზარალებულ ზოგიერთ ნაწილში მცირე ღრუბლიანობის გამო ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან.

ცენტრალურ ჩინეთში მდებარე პროვინცია ჰუბეი ბოლო იყო, რომელმაც ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღრუბლებს დათესავს ვერცხლის იოდიდის ღეროების გამოყენებით, რათა წვიმა მოიყვანონ.

ჰუბეის პროვინციაში, სულ ცოტა, 4,2 მლნ ადამიანი დაზარალდა ძლიერი გვალვის გამო, რომელიც ივნისიდან მოყოლებული გრძელდება. 150 000-ზე მეტ ადამიანს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს, დაზარალებულია 400 000 ჰექტარზე მეტი ნათესი მაღალი ტემპერატურისა და გვალვების გამო.

ოთხშაბათს ჩინეთმა ყველაზე მაღალი – წითელი განგაში გამოაცხადა, სულ ცოტა, 138 ქალაქისა და ოლქისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 373 ქალაქში კი ნარინჯისფერი საფრთხე გამოცხადდა.

ორშაბათის მდგომარეობით ანომალიური სიცხე ჩინეთში 64 დღის განმავლობაში გრძელდება, რაც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ბოლო 6 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მას შემდეგ, რაც 1961 წლიდან სრული დაკვირვებების და ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, ამასთან, არა მარტო ხანგრძლივი, არამედ ყველაზე ძლიერიც, – ნათქვამია ჩინეთის ნავიონალური კლიმატური ცენტრის განცხადებაში. მათი გაფრთხილებით, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close