ქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიაში ქართული გოლი 5 წლის შემდეგ გავიდა: „კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს“ – La Gazzetta dello Sport (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა.

„ნაპოლიმ“ „ვერონა“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

ბოლოს იტალიის ჩემპიონატში ლევან მჭედლიძე იყო, რომელმაც კვარაცხელიამდე გოლი გაიტანა. ეს 5 წლის წინ მოხდა – 2017 წლის 23 აპრილს „სან-სიროს“ სტადიონზე ლევან მჭედლიძემ „მილანს“ გაუტანა (მე-40 წუთზე). კარში კი ჯანლუიჯი დონარუმა იდგა, რომელიც შემდეგ, ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა.

სამწუხაროდ, მჭედლიძემ სწორედ ამ მატჩში მიიღო უმძიმესი ტრავმა, რამაც მისი იტალიური კარიერა დაასრულა.

„კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის“ გამარჯვებასთან დაკავშირებით იტალიის ჩემპიონატის – სერია A-ს პირველ ტურში, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ ჩემპიონატს ძალიან კარგად იწყებს: 5-2 „ვერონას“ მოედანზე. „ნაპოლის“ ახალი სვლის ცენტრში 21 წლის ქართველი კვარაცხელიაა, რომელმაც დებიუტს გოლით და საგოლე პასით აღნიშნა“, – წერს გამოცემა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close