ვალერი მელაძემ, რომელმაც მაისში გამოაცხადა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებდა, სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა: 6 აგვისტოს იგი მონაკოში გამოვა. ამის შესახებ გამოცემა Hello Monaco იტყობინება.
ვალერი მელაძის სოლო კონცერტი Yacht Club de Monaco-ში გაიმართებს, ბილეთები კი 750, 950 და 1200 ევრო ეღირება. პრესრელიზში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, სტუმრებს ჰპირდებიან, რომ მელაძესთან შეხვედრისას „იმ ფუფუნებას მიიღებენ, რასაც მისგან შეჩვეულები არიან“. პროდიუსერები ხაზს უსვამენ მელაძის „ხავერდოვან ხმას“ და მისი ძმის – კონსტანტინე მელაძის მიერ დაწერილი სასიმღერო ტექსტების სიღრმეს.
როგორც ცნობილია, ვალერი მელაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებდა თავის პირველ პროფესიას დაუბრუნებოდა – სანამ ვარსკვლავი გახდებოდა, იგი მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა წყლის ღრმა წმენდის მიმართულებით. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო ვალერი მელაძემ კრემლის ქმედება გააკრიტიკა, რუსეთის ბევრ საკონცერტო დარბაზში იგი არასასურველი სტუმარი გახდა იური შევჩუკთან, ზემფირასა და ომის მიწინააღმდეგე სხვა რუს მუსიკოსებთან ერთად.
ვალერი მელაძე სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მუსიკოსმა დატოვა რუსეთი და ძმასთან ერთად საფრანგეთში წავიდა, თუმცა თავად მელაძემ ეს უარყო.
მისი ძმა – კონსტანტინე მელაძე ახლა საზღვარგარეთ, კერძოდ, იტალიაში ცხოვრობს მეუღლესთან – ვერა ბრეჟნევასთან ერთად, რომელიც უკრაინაში კრემლის ქმედებების აქტიური მოწინააღმდეგეა. ვერა სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ მოხალისედ მუშაობდა და უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა განქორწინების ზღვარზე არიან უკრაინაში ომის გამო
ვალერი მელაძე რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ
კომენტარები