მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთში შესაძლოა საყოველთაო მობილიზაცია დაიწყოს – „ბლუმბერგი“

უკრაინაში საომარი მოქმედებების პირველ 100 დღეში პუტინმა რუსეთის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი დახარჯა, მიაჩნია Bloomberg-ს, ამიტომ ქვეყანაში შესაძლოა მასობრივი მობილიზაცია დაიწყოს.

ამასთან, რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთს მოუწევს შეტევა შეანელოს. ევროკავშირის მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს:

„მაღალი რანგის ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, რომლებიც სიტუაციას იცნობენ, რუსეთი ჩხრეკს მთელ ქვეყანას ცოცხალი ძალისა და იარაღის ძებნაში, მათ შორის, ძველი ტანკებისა, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთშია ბაზირებული, რამდენადაც უკვე გახარჯა თავისი სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი უკრაინაში შეჭრის პირველ 100 დღეში. შედეგად რუსეთის ფედერაციას შესაძლოა რჩება მხოლოდ რამდენიმე თვე იქამდე, როდესაც მოუწევს შეაჩეროს „ოპერაცია“ მასშტაბური გადაჯგუფების მიზნით… აგრეთვე, კრემლი შესაძლოა იძულებული გახდეს, გამოაცხადოს მასობრივი მობილიზაცია, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აქამდე თავს არიდებდა, რამდენადაც ეს იქნებოდა საჯარო აღიარების ტოლფასი, რომ ომი ისე არ მიდის, როგორც იგეგმებოდა“.

გამოცემა, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ რუსეთს პრობლემები შესაძლოა არც ისე მალე შეექმნას და დონბასის აღმოსავლეთში უკრაინის ძალებს დახმარება უნდა აღმოუჩინონ. უკრაინის ოფიციალური პირების მტკიცებით, ქვეყანა, რომელიც რუსეთს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შეიარაღების მხრივ, დღეში 100 და მეტ ადამიანს კარგავს. ამგვარი დანაკარგებისა და არასაკმარისი შეიარაღების გამო იგი იძულებულია, თანდათან დათმოს პოზიციები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გარშემო.

Bloomberg-ი ხაზს უსვამს, რომ თუ რუსეთი შეძლებს ამ ორი ქალაქის აღებას, განსაკუთრებით – ლისიჩანსკის დაკავებას, იგი, ფაქტობრივად, დაიპყრობს ლუჰანსკის ოლქს და ომის დაწყებისთვის პუტინის მიერ დასახული მიზნებიდან ერთ-ერთს მიაღწევს, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი ნელა აღწევს პროგრესს.

ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ინდრეკ კანიკი მიიჩნევს, რომ რუსეთს, დიდი ალბათობით, დასჭირდება არანაკლებ 2-3 თვისა, რათა დაიპყროს დონბასის დიდი ქალაქები – სლავიანსკი და კრამატორსკი. იგი, ასევე, დარწმუნებულია, რომ თავისი მიზნების მიღწევის შემდეგ რუსეთი ამ საფუძველზე შეთანხმების გაფორმებას დაჟინებით მოითხოვს.

ბოლო კვირებში უკრაინა სულ უფრო ხშირად ითხოვს იარაღს აგრესორის შესაჩერებლად. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ ახლა ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მძიმე შეიარაღების გადაცემაზე, მიაჩნია მას, ეს შეიარაღება უკრაინას „უნდა გაუგზავნონ ახლა და არა დეკემბერში“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close