რატომ განაცხადეს უარი უკრაინელმა სუპერვარსკვლავებმა თბილისში მათივე ქვეყნის დასახმარებელ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე (ვიდეო)
ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. ქართველი ხელოვანები და უკრაინელი ვარსკვლავი სცენაზე ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარების სურვილით გაერთიანდნენ.
კონცერტი, რომელიც ტელეკომპანია იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. იგი უკრაინელმა მომღერალმა ოლია პოლიაკოვამ დახურა.
კონცერტამდე კი ეთერში სულ სხვა ანონსი გადიოდა.
საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოში უკრაინელი სუპერვარსკვლავები – ტინა კაროლი, პოპმომღერალი ნადია დოროფეევა, უკრაინული ბენდი „კაზკა“, ალინა პაში, უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი მონატიკი და ტელეწამყვანი მაშა ეფრასინინა უნდა ჩამოსულიყვნენ.
დეტალები კონცერტამდე ერთი თვით ადრე შეთანხმდა. მოულოდნელად უკრაინელმა სუპერვარსკვლავებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რაც ორგანიზატორებისთვის უცნაური და მოულოდნელი იყო.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა შეტყობინებების ვრცელი ტექსტი რუსულად, რომელიც რამდენიმე მომღერლის პროდიუსერს დაეგზავნა და რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ იყო.
რა მოხდა? – დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.
კომენტარები