მსოფლიოპოლიტიკა

„ვლადიმირ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ“ – მედია

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს და მისი ოპერაცია ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში იგეგმება.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინს ონკოლოგიასთან დაკავშირებით ოპერაცია გაუკეთდება, ასევე, ადასტურებს ჟურნალისტი ისრაელიდან, ინტერნეტგამოცემა Details-ის მიმომხილველი მარკ კოტლიარსკი.

მედიასთან ინტერვიუში კოტლიარსკიმ განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი წყარო დედაქალაქის სამედიცინო წრეებიდანაა, მეორე კი კრემლის ადმინისტრაციის განყოფილებასთან კაშირში8ა, რომელიც პასუხისმგებელია პირველი პირის ჯანმრთელობაზე.

ასევე ცნობილია, რომ 29 მაისს Daily Mirror-მა და რამდენიმე სხვა ევროპულმა მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პუტინს ჰქონდა „სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა“ და რომ იგი გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ილია პონომარევი აღნიშნავს, რომ პუტინი ჰორმონებით მკურნალობას იტარებს, რაც მის ფსიქიკაზეც მოქმედებს.

პონომარევმა დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ავადმყოფობა არ ნიშნავს იმას, რომ ის დღეს ან ხვალ მოკვდება. შესაძლოა მან კიდევ დიდხანს იცოცხლოს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები რამდენჯერმე გავრცელდა.

metronome.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close