ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 მაისი

ამ კვირაში რეკომენდებული არ არის, უცნობი ადამიანების რჩევებს ყურადღება მიაქციოთ. დიდი ალბათობით, თითოეული მიღებული რეკომენდაცია იქნება უაღრესად სუბიექტური. პირად და სამსახურებრივ საქმეებში წარმატების მისაღწევად ცოტა მეტი მოსაზრებულობა უნდა გამოიჩინოთ. ეს კვირა არ არის საუკეთესო პერიოდი მათთვის, ვინც დაკავშირებულია მეცნიერებასთან ან შემოქმედებითობით საქმიანობასთან. მოსალოდნელია ინტელექტუალური ჩიხი, საიდანაც ყველას თავისებურად შეუძლია თავის დაღწევა. ეფექტიან ღონისძიებებს შორისაა სპორტი, მედიტაცია, იოგა, კონტაქტი ველურ ბუნებასთან. ამ პერიოდის ასტროლოგიური მდგომარეობა ხელს უწყობს დიეტის დაწყებას და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლას

 

ვერძი

ბიზნესისა და ფინანსების სფეროში არსებული საკითხების გადაწყვეტა კვირის დასაწყისში უნდა დაიგეგმოს. ოთხშაბათს ბევრი საინტერესო იდეა გექნებათ. წარმატებული იქნება მნიშვნელოვანი შესყიდვები. პარასკევს, სანამ რამეს გადაწყვეტთ, უარი თქვით ილუზიებზე და შეეცადეთ არსებული მდგომარეობა რეალურად დაინახოთ. შაბათ-კვირას დროს მხიარულად გატარება გელოდებათ მეგობრებთან ერთად. ასევე შესაძლებელია ახალი საინტერესო ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კურო

ამ კვირაში ბევრს მიაღწევთ, თუ არ დაიზარებთ და იმოქმედებთ. შუა კვირაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. ამ პერიოდში წარმოშობილ სირთულეებს დამოუკიდებლად გადალახავთ. უპირველეს ყოვლისა შეეცადეთ ოჯახური კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვაროთ. წვრილმანებმა შეიძლება შეგაწუხოთ, მაგრამ ეცადეთ არ გაღიზიანდეთ და გააცნობიეროთ, რომ ხანდახან დიდი საქმეები წვრილმანებით იწყება. კვირის ბოლოს მნიშვნელოვან სიახლეს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

შეეცადეთ ამ კვირაში მაქსიმალურად კარგად დაგეგმოთ, რის გაკეთებაც გსურთ, შემდეგ ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ. ახალი იდეები გეწვევათ  და კითხვა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, წარმატებით გადაწყდება. ელოდეთ კარგ ამბებს და ფულად ანაზღაურებას. თქვენი კარგი განწყობა გაგახარებთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველას, ვინც თქვენს ახლოს იქნება. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ უახლოეს ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 29.

 

 კირჩხიბი

ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბევრი რამ გაქვთ მოსაგვარებელი ამიტომ ნუ ეცდებით სხვისი პრობლემების გადაჭრას, უკეთესია საკუთარ ცხოვრებაზე იზრუნოთ. თქვენ შეძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. პარასკევი და შაბათი დაუთმეთ თქვენი სახლის მოწესრიგებას, სილამაზესა და სისუფთავეს. დიდი შანსია ამ კვირაში შეხვდეთ თქვენს ნამდვილ სიყვარულს. საუკეთესო დროა დიეტის დასაწყებად.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ლომი

დროა შეაფასოთ და დაასრულოთ ზოგიერთი გრძელვადიანი საქმე. სასურველია ახალ პროექტებს დაელოდოთ. შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებსა და ღია კამათს, რადგან გაგიჭირდებათ საკუთარი თავის კონტროლი. პარასკევს ინტუიცია დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს: გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, შეიღებეთ თმა, გადახედეთ გარდერობს, დარეგისტრირდით იოგაზე.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ქალწული

ზოგადად, ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ყველა საქმეს წარმატებით მოაგვარებთ, თქვენთვის სასარგებლოდ და სასიკეთოდ. ნუ უგულებელყოფთ კოლეგების რჩევებს, ისინი უმეტესწილად გონივრული იქნება. არსებობს შესაძლებლობა შეურიგდეთ ყველას, ვისთანაც კონფლიქტი გქონდათ, წყვილები კი უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. შაბათ-კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელია ცხოვრების წესის შესაცვლელად. ვარსკვლავები მეტ კომუნიკაციას გირჩევენ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქმიანი კომუნიკაციაა თუ პირადი. ერთი რამ გაითვალისწინეთ – ყველაფერში დაიცავით ზომიერება და გონივრულად იმოქმედეთ. ამ დღეების სასიამოვნო ბონუსი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

სიტყვებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს ბედზე, ამ კვირაში იტყვიან. თქვენ წინაშე ახალი გზები გაიხსნება. იდეების განხორციელება მარტივია და მოგება მოაქვს. ახლა საინტერესო მოვლენების დროა. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო მოვლენებს ელოდეთ. კვირის შუა რიცხვებში განვითარებული მოვლენები თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ემოციური წონასწორობა უნდა შეინარჩუნოთ და მშვიდად მოეპყროთ თქვენს გზაზე წარმოქმნილ დაბრკოლებებს. კონცენტრირება მოახდინეთ ყოველდღიურ აქტივობებზე და წვრილმან ყოველდღიურ პრობლემებზე. დგება ხელსაყრელი მომენტი რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად. არ ეკამათოთ უფროსებს, არ დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი კვირის ბოლოს. შაბათ-კვირას უმჯობესია მაღაზიებს ესტუმროთ და სასურველი ნივთები შეიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

ამ კვირაში სანერვიულო არაფერია, ვარსკვლავები ამბობენ, რომ უსიამოვნებები გაივლის და ყველაფერი დადებითად გადაწყდება. კვირის დასაწყისში მნიშვნელოვანი მოვლენები არ გელოდებათ, სამსახურში და სახლში სიტუაცია მშვიდი იქნება. ოთხშაბათს სერიოზული არაფერი დაგეგმოთ, ჯობს დაუმთავრებელ წვრილმან საქმეებს გაუმკლავდეთ. ხუთშაბათსა და პარასკევს ვარსკვლავები ყველაფერში წარმატებას გპირდებიან, ასე რომ, იზრუნეთ თქვენი დიდი ხნის სურვილების ასრულებაზე.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ამ კვირაში თქვენი აქტივობა გარკვეულწილად შეზღუდული იქნება ობიექტური მიზეზების გამო. ნუ წახვალთ დინების საწინააღმდეგოდ, ეს არის ტაქტიკა, რომელიც საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანთ. ნაკლებად გჯეროდეთ დაპირებების და ობიექტურად განსაზღვრეთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. კვირა კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და მათთან ერთად დროის გასატარებლად.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თევზები

რაც უფრო მეტ ძალისხმევას გასწევთ და რაც უფრო მეტ წინდახედულობას გამოიჩენთ, მით უფრო ადვილი იქნება მოგვიანებით სირთულეებთან გამკლავება. მოერიდეთ გულახდილ საუბრებს ორშაბათს და სამშაბათს. ხუთშაბათს საქმიან მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული ცვლილებები. შეეცადეთ შაბათ-კვირას არ დაიტვირთოთ და  სუფთა ჰაერზე დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close