მსოფლიოქართველები უცხოეთში

ბიზნესმენი და რადის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის შედეგად

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, ყოფილი სახალხო დეპუტატი დავით ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა.

„ყოფილი სახალხო დეპუტატი დღეს ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო“, – დაწერა გერაშჩენკომ Telegram-ზე და დასვა შეკითხვა – რა უნდოდა ჟვანიას „ნაცრისფერ ზონასთან“?

ტრაგიკული შემთხვევა 9 მაისს მოხდა: საარტილერიო ჭურვი Volkswagen-ის მარკის ავტომობილს მოხვდა, რომლის სალონშიც დავით ჟვანია და კიდევ ერთი მგზავრი – 1972 წელს დაბადებული მამაკაცი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ჟვანია დაიღუპა, მეორე მგზავრი კი გადარჩა. წინასწარი მონაცემებით, დავით ჟვანიას ცხედარი რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზეა.

ფაქტის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ მომხდარა.

რა არის ცნობილი დავით ჟვანიაზე

უკრაინელი პოლიტიკოსი და მეწარმე დავით ჟვანია 1967 წლის 20 ივნისს დაიბადა თბილისში, სადაც წარჩინებით დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა 1984 წელს, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1991 წელს, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით, ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1991 წელსვე დატოვა საქართველო და უკრაინაში გაემგზავრა საცხოვრებლად. უკრაინის მოქალაქეობა მან 1999 წელს მიიღო, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის დატოვება მოუხდა.

დავით ჟვანია უკრაინის IV–VII მოწვევების რადის დეპუტატი იყო, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების კომიტეტს (2012-2014 წწ.). 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იყო უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრი (იულია ტიმოშენკოს მთავრობაში).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close