ქართველები უცხოეთშისპორტი

გიორგი შერმადინმა თვის საუკეთესოს ტიტული მეათედ მოიპოვა და ესპანური რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ისტორიაში ჩაეწერა. იგი მეათედ გახდა თვის MVP. აქამდე ეს რეკორდი ტანოკა ბერდს ეკუთვნოდა. მართალია, 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა რეკორდი ჯერ მხოლოდ გაიმეორა, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მალე გააუმჯობესებს.

ახლა უფრო კონკრეტულად: მიმდინარე სეზონი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ იყო ტრავმა და გუნდის ჩავარდნაც, თუმცა ბოლო ორი თვეა, როგორც შერმადინი, ისე მისი გუნდი შეუჩერებლები არიან.

შესაბამისად, გიორგი ჯერ მარტის MVP-დ აღიარეს, ახლა კი – აპრილის საუკეთესო კალათბურთელი. ბოლო თვეში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გიორგის საშუალო სტატისტიკა 22:53 წუთი, 18,6 ქულა (83%-იანი სიზუსტე ორქულიანებში, 85,7% – საჯარიმოებში), 5,7 მოხსნა და მარგი ქმედების კოეფიციენტი 27,4 იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად, რომელშიც ქართველ გულშემატკივარს საშუალება აქვს შერმადინს მხარი დაუჭიროს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, იგი ზედიზედ მეორედ მიიღებს ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close