ეკონომიკამსოფლიო

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს – ნახეთ KINDER-ის ახალი საეჭვო პარტიის კოდები და ვადები

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს KINDER-ის ახალი პარტიის სალმონელათი შესაძლო დაბინძურების თაობაზე და აცხადებს, რომ ახალი შეტყობინება სწრაფი განგაშის სისტემით მიიღეს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.

„საგანგაშო შეტყობინებაზე“ თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს „ბიდი კომპანის“ მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი:

  1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER,
    პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ.
    პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ.
    პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ.
  2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS,
    პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ.
  3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE,
    პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
    პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
    პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
    პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
    პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
    პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
    პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
    პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
    პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო – იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ დასახელებული პარტიებიდან შეძენილი აქვს პროდუქცია, არ გამოიყენოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურებას  უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, – წერს სურსათის სააგენტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის სურსათის უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ (Afsca) 8 აპრილს ბრძანება გასცა, შეეჩერებინათ ბელგიის ქალაქ არლონში მდებარე Kinder-ის შოკოლადის ქარხნის მუშაობა. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ მიიღო მას შემდეგ, რაც დადგინდა კავშირი ევროპაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლენილ სალმონელოზის ფაქტებსა (100-ზე მეტი შემთხვევა) და არლონში (ბელგია) მდებარე Ferrero-ს ქარხანას შორის. ქარხნის მუშაობის შეჩერების გარდა სააგენტომ ბრძანება გასცა, ქსელიდან ამოეღოთ„ქინდერის“ ასორტიმენტის ყველა პროდუქცია.

ამავე თემაზე: სალმონელოზის 100-ზე მეტი შემთხვევა – ბელგიაში „ქინდერის“ ქარხანა დაიკეტა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close