რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
გურჯაანში ზელენსკის ორეული აღმოაჩინეს: „ზელეს და ნასყიდას ამბავში ფოტოშოპი გამოირიცხა“
სოციალურ ქსელში ვრცელდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველი ორეულის ფოტო და ვიდეო.
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ზელენსკის ორეულის ვინაობას წერს:
„ყველა კარგი ხომ ქართველია და ზელენსკიზე ვდებ ვერსიას
სოფელ ჩალაუბნის სამამულო ომში დაკარგულების მემორიალური დაფა
ფოტოზე ნასყიდა ლაშქარაშვილი
ფოტო მომაწოდა ფეისბუქმეგობარმა მაია ნარჩემაშვილმა, ავთენტურობა დადასტურებულია!“ – დაწერა ცხომელიძემ.
მოგვიანებით მანვე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ფოტოშოპი გამოირიცხა:
„მოკლედ ხალხო ზელეს და ნასყიდას ამბავში ფოტოშოპი გამოირიცხა. ჯერ ფეისბუქმეგობარიც სანდო იყო, მაგრამ კიდევ ბევრმა ჩამიგდო ჩალაუბანში გადაღებული მემორიალური დაფის ფოტო და ვიდეო
ეს ამბავი კი აღმოაჩინა მაია ნარიაშვილის შვილმა ❤“, – წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში.
fortuna.ge
კომენტარები