მსოფლიოპოლიტიკა

იაპონიამ კურილის ოთხი კუნძული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარა

იაპონიამ კურილის ოთხი კუნძული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარა.

იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიურ დიპლომატიურ ანგარიშში კუნძულები, რომლებსაც რუსეთი სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებს, „ჩრდილოეთის ტერიტორიებად“ მოიხსენია.

აღსანიშნავია, რომ იაპონიას კუნძულების მიმართ ტერმინი „უკანონოდ ოკუპირებული“ 2003 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კუნძულებს იაპონიის თავის ტერიტორიებად განიხილავს, რომელზეც მას სუვერენული უფლება აქვს, თუმცა ამჟამად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

სადავო კუნძულები საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მიიტაცა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close