მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთის პოლიციამ €72 მილიონის ღირებულების კოკაინით დატვირთული გემი დააკავა – ერთ-ერთი ფიგურანტი ქართველია (ვიდეო)

ესპანეთის სანაპირო დაცვამ დააკავა კანარის კუნძულებთან მცურავი თევზსაჭერი გემი, რომლის საწვავის ავზშიც 72 მილიონი ევროს ღირებულების 2.9 ტონა კოკაინი აღმოაჩინა. დაკავებულია ეკიპაჟის 5 წევრი.

ხუთი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი ქართველია, ოთხი კი თურქი, ლას პალმასის საპატიმროში გადაიყვანეს. მათ გვარებს არ ასაჯაროებენ, თუმცა გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დაპატიმრებული ეკიპაჟი ჩანს. გემი გრან კანარიაზე დააბრუნეს.

„როიტერსის“ ცნობით, გემი 13 აპრილს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.

20-მეტრიან გემს AKT 1-ს ტექნიკური გაუმართაობის გამო კანარის კუნძულებზე ერთ-ერთ პორტში მოუწია გაჩერება. საზღვაო დაზვერვის ოპერატიული ინფორმაციით, მასზე დიდი ოდენობით კოლუმბიური ნარკოტიკი ინახებოდა. გემი ნარკოტრანზიტის  „აფრიკული გზით“ მოძრაობდა და კოკაინი ევროპის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.

სპეცოპერაცია სამოქალაქო გვარდიამ, ეროვნულმა პოლიციამ და საბაჟო სამსახურმა ერთობლივად ჩაატარეს.

უცნობია, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა გემი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close