ეკონომიკამიგრაცია

მიგრანტებისთვის ახლა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იტალიაა

მარტში ფულადი გზავნილების ზრდა დაფიქსირდა. როგორც „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, წინა თვეებთან შედარებით ფულადი გზავნილები 2.6%-ით არის გაზრდილი. 

„ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. მთლიან გზავნილებში ამ ქვეყნების წილი, დაახლოებით, 50%-ია. ძირითადი წარმმართველი კი იტალია და გერმანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ევრო დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა და დოლარში გამოსახული გზავნილები საკმაოდ მაღალია, ევროში მაინც უფრო მეტი ირიცხება“, – აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ფულადი გზავნილები შემცირდა, Galt&Taggart-ის მონაცემებით სურათი ასეთია: რუსეთიდან 16,1%-იანი ვარდნაა, თურქეთიდან – 11,9%-იანი და 35,1%-იანი შემცირება შეინიშნება აზერბაიჯანიდანაც.

„უფრო მეტი ადამიანი სამუშაოდ ევროკავშირის ქვეყნებში მიდის. უკვე თურქეთი აღარ არის ისეთი მიმზიდველი, რაზეც გავლენა ლირის გაუფასურებამ, ინფლაციამ იქონია, ამიტომ მიგრანტებისთვის ბოლო პერიოდში იტალია გახდა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის მონაცემებით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან ფულად გზავნილებში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები.

bm.ge

p. s. . შეგახსენებთ, რომ  მარტში საზღვარგარეთიდან საქართველოში გამოგზავნილი თანხის ოდენობის მხრივ პირველ ადგილზე იტალიაა, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა (18%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც მარტში 27 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა (16%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით). მესამე ადგილს იკავებს აშშ, საიდანაც 26 მილიონი გადმოირიცხა (6%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის მარტში).

8%-იანი კლება დაფიქსირდა საბერძნეთიდან გადმორიცხვებზეც – მარტში $19 მილიონი შემოვიდა და ამ მაჩვენებლით საბერძნეთი მეოთხე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, მარტში საქართველოში მთლიანობაში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა ( 2.6%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close