მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირი იწყებს მარაგების შექმნას ქიმიური და ბირთვული ინციდენტების წინააღმდეგ

ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური ინციდენტების წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერების მიზნით მარაგების შეგროვების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ევროკომისიაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი გაზრდის დამცავი აღჭურვილობის, დეკონტამინაციის ხელსაწყოების, მედიკამენტებისა და ვაქცინების მარაგს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ქიმიური, ბირთვული ან ბიოლოგიური ინციდენტების დროს.

„კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ევროპა უფრო მომზადებული გახდეს პოტენციური საფრთხეებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

ევროკავშირი ორ ცალკეულ რეზერვს ქმნის: ერთი – ეს არის დამცავი ხელსაწყოების, მედიკამენტებისა და ვაქცინებისთვის ე.წ. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების (CBRN) წინააღმდეგ; და მეორე – დეკონტამინაციის მასალებისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება იმ ადამიანების, ინფრასტრუქტურის, შენობების ან მანქანების დეკონტამინაციისთვის, რომლებმაც CBRN აგენტების ზემოქმედება განიცადეს.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო არსებული რეზერვების გამოყენება უკრაინელების დასახმარებლად, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებზე ბრძოლის შედეგად დაზარალდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, საფრანგეთისა და ესპანეთის დახმარებით უკრაინაში იოდიდის 3 მილიონი ტაბლეტი შეიტანეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close