ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქართველი ემიგრანტი მუსიკოსი და მსახიობი იტალიიდან უკრაინელების დასხმარებლად (ვიდეო)

გაეცანით იტალიაში მცხოვრები 28 წლის ქართველი მუსიკოსისა და მსახიობის, ლუკა ჩიქოვანის ისტორიას, რომელიც უკრაინელების დასხმარებლად უკრაინაში წავიდა.

ლუკა 1994 წლის 12 აპრილს დაიბადა თბილისში და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს ლუკამ საკუთარი ალბომი გამოუშვა და კლიპიც გადაიღო.

მისი სამსახიობო დებიუტი ორი წლის წინ შედგა ალიჩე რორვახერის ფილმში Lazzaro felice.

ვენეციის ბიენალეზე კი მსახიობი მოკლემეტრაჟიანი ფილმის – Revenge Room-ის პრემიერით გამოჩნდა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემაზეა გადაღებული.

ქართველი მსახიობი ჟურნალმა ELLE-მა ფესტივალის ყველაზე ლამაზ მონაწილეთა შორის დაასახელა.

იტალიური კინოს ქართველმა ვარსკვლავმა ლუკა ჩიქოვანმა რომის იმპერატორის გვირგვინი მოირგო (ვიდეო)

თბილისი უცნობ ქართველ ვარსკვლავს და იტალიელი თინეიჯერების კერპს, ლუკა ჩიქოვანს ელოდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close