ნამდვილი ამბავი ომზე – ექიმის ნაამბობი, რომელიც ყველამ უნდა მოისმინოს (ვიდეო)
ბელა მეტრეველი სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერია, ექიმი, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში ბომბების ქვეშ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა…
უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე მას ამ დღეებში სულ დეტალებში გაუცოცხლდა აფხაზეთის ომის დროს გადატანილი მძიმე დღეები…
„ვიარეთ 14 დღე – უფსკრულებში, არ ვიცით, როგორ გავძელით, როგორ გამოვედით, როგორ გამოვაღწიეთ… ფეხები მომეყინა. გზად ვიღაც გარდაცვლილი ბიჭის ფარაჯა მომაცვეს და მისი „პარტიანკები“ მეცვა… სოფელში სანამ ვიყავით, მოსახლეობა საკვებს გვაწვდიდა. მერე ალპური ზონა რომ დაიწყო, ის ნამდვილი კატორღა აღმოჩნდა. თოვა და მუჭის ოდენა სეტყვაც წამოვიდა, არაფერი დაგვაკლდა… რამდენიმე დღის შემდეგ ვერტმფრენებმა დაიწყო ხეობაში შემოფრენა. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ისინი უკრაინელები იყვნენ, შემდეგ გავიგეთ… ვიწრო ბილიკები იყო, მარჯვენა მხარეს უფსკრულები. ზემოდან გვიახლოვდებოდნენ, საჭმელს გვაყრიდნენ. ვიღაც იჭერდა, ვიღაც ვერა და სადღაც ცვიოდა, მაგრამ იმედი იყო…“.
სოხუმელი ექიმის, ბელა მეტრეველის მონაყოლი ამბავი ომზე გულგრილს არავის დატოვებს.
კომენტარები